საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80206

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მკითხველის მიერ სახლში სარგებლობისთვის წაღებული ხელნაწერის უკან დაბრუნების დროს ყოველთვის მისი გადაფურცვლა და შემოწმება იყო თუ არა დაზიანებული იგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა იკითხა, დაახლოებით რა თანხა იყო საჭირო ხელნაწერების დასაბეჭდად. დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბეჭდვას დასჭირდებოდა არანაკლებ 50 000 მანეთისა.

1915

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ უგზავნის 1915 წლის ანგარიშს და საპროცენტო გადასახადის სახით მხოლოდ ათ მანეთს, ვინაიდან განყოფილება ომის გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივ საზოგადოებას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდი მგოსნის, აკაკის სახელზე საკვირაო სკოლის გახსნა და საკუთარი შენობის აგება. მშენებლობა დაწყებული იყო და დიდ ხარჯს ითხოვდა. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე იყო იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადო კრების დანიშვნის თარიღზე იმსჯელეს, რადგან 3 ივნისს დანიშნული კრება არ გაიმართა. წარმოადგინეს ცნობა, რომ ქართული თეატრი კრების ჩასატარებლად ორშაბათსა და ოთხშაბათს იყო თავისუფალი, მხოლოდ განათების ფასის გადახდა იქნებოდა სავალდებულო. გამგეობამ კრება 1912 წლის 11 ივნისის დანიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე განიხილეს სოფელ კახის მოსახლეობის სოფელში ერთკლასიანი სკოლის გახსნის თაობაზე. მოსახლეობა შენობას თვითონ ააგებდა, სკოლის ნივთებისათვის 600 მანეთს შეაგროვებდა და ყოველწლიურად სკოლას 300 მანეთსა და შეშას გადასცემდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 10 მაისიდან 21 ივნისამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 27-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მამრაძემ გამგეობას სთხოვა 100 მანეთი, რომელიც ილიას ძეგლის მოაჯირის გასაკეთებლად სჭირდებოდა. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ილიას ძეგლისთვის მოაჯირის გასაკეთებლად აღრიცხული იყო 730 მანეთი, რომელიც პეტრე მამრაძეს უნდა გადასცემოდა ნაწილ-ნაწილ, იმ პირობით, რომ ბოლოს გამგეობას წარმოუდგენდა დანახარჯის სრულ ანგარიშს. გამგეობის ანგარიშით, პეტრე მამრაძეს უკვე მიღებული ჰქონდა 500 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებას შეეძლო 3000 მანეთი გამოუსადეგარი ნივთების შესაძენად გამოეყო, ასევე შეეძლო ძვირფასი განძის – ხელნაწერების გამოსაცემად ყოველწლიურად ნაწილ-ნაწილ გადაედო საჭირო თანხა და თანდათანობით გამოეცა ისინი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმში 2000 ხელნაწერი იყო.

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძის შემდეგ ილიკო ბეჟანის ძე მგელაძე გახდა. მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი იყო, მოლარე – დიმიტრი ისიდორის ძე მამალაძე, გამგეობის წევრი ნიკო ადამია, ხოლო შემდეგ დაემატნენ თეოფილე გოგიბერიძე და ევგენი იესეს ძე ბოხუა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქალთა წრემ გამგეობას შესთავაზა საფრანგეთიდან გამოეწერათ პტი-შვო, რომლის ფასი სულ 30 მანეთი იქნებოდა, აქედან თუმანს ქალთა ჭრა-კერვის სკოლა გადაიხდიდა. მათ ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ გიორგი დეკანოზიშვილის ქვრივი ჰანრიეტა მოდიოდა საფრანგეთიდან და შეეძლო პტი-შვოს უვნებლად ჩამოტანა. გამგეობამ პტი-შვოს შესაძენად 2 თუმანი გადადო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოდგენილი საკითხიდან ვიგებთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილის მეუღლე იყო ჰანრიეტა ფრენუა-დეკანოზიშვილისა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მიხეილ წერეთლის წერილი, რომ ესაჭიროებოდა წიგნები ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ქართული განყოფილების დასაარსებლად. გამგეობამ მიხეილ წერეთლის თხოვნა დააკმაყოფილა და გაუგზავნა შესაბამისი წიგნები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებამ ახალი მმართველობა აირჩია, რადგან წევრთა უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ტუაფსეში არ იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს. სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე ტუაფსეს განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მკითხველი ერთხელ მაინც იკადრებდა ხელნაწერებიდან ფურცლები ამოეკლო, იგი ამას ყოველთვის შეძლებდა მალულად იმ შემთხვევაშიც კი თუ კონტროლს გაამკაცრებდნენ მუზეუმში. კარიჭაშვილმა საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ რაიმე ზომები მიეღოთ, რათა მკითხველს ხელნაწერიდან ფურცლები არ მოეპარა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ წინა წელს მუზეუმიდან ერთი ოქროს საბურნე და 8 ოქროს ფული დაიკარგა. გამგეობას კი დამნაშავის მოსაძებნად შესაბამისი ზომები არ მიუღია, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმებიდან ნივთების დაკარგვაში მხოლოდ ის კი არ იყო დამნაშავე, ვისაც ნივთები ებარა, არამედ ხელმძღვანელიც, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა, თვალყური ედევნებინა თანამშრომლისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო მუზეუმში ნივთები აღეწერათ და ცნობარში შეეტანათ, რათა ისინი არ დაკარგულიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან ოქროს ფულების დაკარგვის მიზეზი გამგეობის არასაკმარისი ყურადღება იყო. მისი აზრით, გამგეობას არ ჰქონდა საშუალება შესაფერისად ეპატრონა მუზეუმისთვის და დაეცვა გაქურდვისაგან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს საკითხი საზოგადოების მუზეუმისა და წიგნსაცავის მართვა-გამგეობის წესების შემუშავების შესახებ. გამგეობამ საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთა გაერთიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ გაერთიანებული მუზეუმების მართვაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიეღო ორივე მხარეს. გამგეობის ეს დადგენილება გრიგოლ რცხილაძისთვის მიუღებელი იყო.