საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წერილი, რომელშიც ელენე ჭავჭავაძე ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნას ითხოვდა, ხელის მოსაწერად უკან გააგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნაზე ეზრუნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ თუ გამგეობა ყვარელში ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სახალხო სამკითხველოს ააშენებდა, ის ხარჯებს სრულად აანაზღაურებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვებაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება დიდი გომარეთის სკოლისთვის 60 მანეთის სასწავლო ნივთების შეძენის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება პირველი სექტემბრიდან ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახელობის პირველდაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველი სექტემბრიდან ვარიანში სკოლის შენობის აშენებამდე სკოლა ანდრია სიმონის ძე გოგებაშვილის სახლში უნდა გაეხსნათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება პირველი სექტემბრიდან განჯაში ქართული პირველდაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება პირველი სექტემბრიდან შრომის სკოლისთვის მეორე მასწავლებლის მიწვევის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ, არჩილ ჯორჯაძემ, ივანე რატიშვილმა, გიორგი დეკანოზიშვილმა და იაკობ ღულაძემ ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის დადგენილება ექიმ ივანე თიკანაძის „წვეთი სისხლის მოგზაურობის“ გამოცემის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომლის თანახმადაც 1911 წლის საზოგადო კრებამ გამგეობას დაავალა წევრთა რიცხვის შემცირების საკითხის შესწავლა, ლექსიკონის გამოცემის საკითხის გადადება და მომავალ საზოგადო კრებაზე დაწვრილებით განხილვა, ასევე თბილისში მდებარე ილიასეული სახლის შენარჩუნება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის ბიბლიოთეკების ანგარიშის მიხედვით, მარტყოფის ბიბლიოთეკა მოთავსებული იყო ყოფილი სამინისტროს სასწავლებლის ერთ ოთახში, რადგან არც ადგილობრივ გამგეობას და არც მთავარ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის შესაფერისი შენობის შეძენის საშუალება არ ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა საზოგადოებას მიმართა, რომ გამგეობასა და მას შორის შორის შექმნილი უთანხმოების გასარკვევად სამედიატორო სასამართლო დანიშნულიყო. გამგეობამ უთანხმოების მიზეზის გარკვევა და წერეთლისგან წერილობითი განმარტების მოთხოვნა ალექსანდრე მდივანს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მარიამ ივანეს ასული ხოსიტაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ისევ მიეცა მისი შვილი ივანესთვის თვეში თუმანი. გამგეობამ მისი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ აკაკი წერეთელს მიღებული ჰქონდა პენსია 1912 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო 1911 წლის დადგენილების თანახმად გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ა. წერეთლისთვის კუთვნილი პენსია გადაეცათ 4 თვით ადრე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 22-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილების თანახმად ივანე ხოსიტაშვილს 4 თვის განმავლობაში დაენიშნა დახმარება თითო თუმანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა არჩილ ჯაჯანაშვილმა წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა მოითხოვა, მიეცათ მისთვის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პენსია, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე და გრიგოლ ბურჭულაძე; სხდომაზე მომავალ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენების მომზადება გრიგოლ ბურჭულაძეს დაევალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დათეშიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის წიგნების შესაძენად კრედიტის მიღების შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან ჯერ მაღაზია არ ჰქონდა გახსნილი და არც ის აცნობა, სად აპირებდა მაღაზიის გახსნას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვმა სთხოვა, 10 000 მანეთი წინასწარ მიეცათ თავისი წიგნების ანგარიშიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თომა მთავრიშვილმა და სამსონ ყიფიანმა თხოვნით მიმართეს, გამგეობას მათ მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „გუთანი“ გამოეცა არანაკლებ ასი ცალისა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ მათ უარი უთხრა

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის განცხადება. ის მორის მეტერლინკის „თეატრის“ მისეული თარგმანის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ნაშრომის დაბეჭდვა კიდევ დაგვიანდებოდა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ კასრაძეს თარგმანი დაუბრუნა.