საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1942

ტიპი: ნასამართლეობა

1942 წელს თამარ ქაიხოსროს ასული ჩოლოყაშვილი დედასთან, ნინო ილიას ასულ მეღვინეთუხუცესთან, ერთად საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქართულ თეატრში დადგეს ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ" და მხიარული ვოდევილი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ყარაიაზის საცდელი მინდვრების მმართველი ნ. პ. ტარატინოვი დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მთავრობის მიერ საუკეთესო ბამბის მოყვანის შესასწავლად იყო გაგზავნილი.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ სურგულაძის თხოვნით პოლონეთში მყოფი ქართველი პარტიზანების შესახებ ინფორმაციისთვის ვარშავაში ანტონ სანოიცას მიმართა.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მომავალ თვეში საქართველოდან ესტუმრებოდნენ და, ბიძაშვილი ნინო მდივანი და კატო ზალდასტანიშვილი.

1971

ტიპი: მფლობელობა

1971 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის ბავშვობაში მამამისს, ივანე კვალიაშვილს, საგარეჯოში, თბილისსა და გორში აფთიაქები ჰქონდა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა კრებამ ხმის უმრავლესობით გადაწყვიტა, ბათუმის სკოლისათვის მესამე მასწავლებელი მიეწვიათ, მაგრამ საკმარისი თანხის არქონის გამო დავით კარიჭაშვილის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. მას დაევალა სკოლის რევიზია და ადგილობრივ მზრუნველობის კომიტეტთან მოლაპარაკება თანხის გამონახვაზე.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ალექსანდრე გიორგის ძე მანველიშვილის „რუსეთი და საქართველო“ „ერთი განუწყვეტელი საშინელება იყო“ და წაკითხვად არ ღირდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის თებერვალში სლუგოცკიმ მთავრობას ფოსტის განყოფილებების მართვის უფლება სთხოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, სლუგოცკი ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, სალოვის თბილისში ჩამოსვლა დაიგეგმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში თბილისიდან სამხედრო პირები: ტროცკი, გალიფევი, ზაქარია გულბათის ძე ჭავჭავაძე და ივანე გივის ძე ამილახვარი ჯარისთვის თიანეთში საბანაკო ადგილის შესარჩევად გაემგზავრნენ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 თებერვლის „დროებაში“ ვანო ათაბაგის საინფორმაციო განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის თებერვალში თიანეთში მცხოვრებმა ექიმმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა „დროების“ მეშვეობით მოსახლეობას ძველი კარაბადინის დროებით გაგზავნა სთხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს თბილისში ჩამოსული გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი ახალ ბებუთოვის ქუჩაზე მისთვის მომზადებულ ბინაზე გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს, საღამოს 10 საათზე, თბილისში გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი თანამშრომლებთან ერთად ჩამოვიდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „სომხეთი და საქართველო“ გამოქვეყნდა „ნოტა ბეკზადიანისა საქართველოს მთავრობის მიმართ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „ამაო ლაპარაკი ქალების სკოლის შესახებ“.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წლის 15 მარტს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის შრომების საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაგზავნა 1 400 ზლოტი დაუჯდა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წლის ნოემბერში გიგა ტურაშვილი მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წლის ნოემბერში ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი 3 თვით პოზნანიდან თბილისში იყო ჩამოსული.