რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორის სემინარიაში სტიპენდიატების მიღების პირობების შესახებ. ამ პირობების მიხედვით, სტიპენდიატი არ უნდა ყოფილიყო 16 წელზე ნაკლები, გამოცდები კონკურსით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პანსიონში შენახვის ხარჯები უნდა დაწესებულიყო პირველ წელს 160 მანეთი, შემდეგ კი – 130 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა რაფიელ ერისთავმა საზოგადოებას შესწირა თავისი გადაკეთებული „იგავ-არაკის“ 250 ეგზემპლარი სახალხო სკოლებში უფასოდ დასარიგებლად. საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადა. სხდომის პროტოკოლს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 1898 წლის მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. შემოსავალმა შეადგინა 11200 მანეთი, ხოლო გასავალი იყო 10930 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ოქმს, რომ თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკში სახელდახელო ანგარიშზე შეტანილი იყო 1000 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ თანხის – 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ გურჯაანის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელოვის ხელნაწერის დედნის დაბეჭდვის საკითხი. თუ საზოგადოება კარბელოვს ხელნაწერს დაუბეჭდავდა, ის ანაზღაურების სახით 40 ეგზემპლარს მოითხოვდა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრის ნიკო ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელის საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოება ხსნიდა და ეხმარებოდა ისეთ სკოლებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 5 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, პოლიევქტოს კარბელოვი მასწავლებლად მუშაობდა სოფელ გურჯაანში.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის შესახებ. კრებაზე „თბილისის ქალთა წრის“ თავმჯდომარე ნ. ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება წრის დაარსებიდან ერთი წლის საქმიანობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარეშე სკოლებზე, ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებზე ზრუნვა ივანე გომართელსა და გიორგი დეკანოზიშვილს დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1451. 30 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3584. 86 და შენახული თანხა – 8502. 92.