საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80102

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ოქმს, რომ თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკში სახელდახელო ანგარიშზე შეტანილი იყო 1000 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ თანხის – 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ გურჯაანის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელოვის ხელნაწერის დედნის დაბეჭდვის საკითხი. თუ საზოგადოება კარბელოვს ხელნაწერს დაუბეჭდავდა, ის ანაზღაურების სახით 40 ეგზემპლარს მოითხოვდა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრის ნიკო ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელის საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოება ხსნიდა და ეხმარებოდა ისეთ სკოლებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა პირველ ივნისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა დაიწყო 12 ოქტომბერს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, პოლიევქტოს კარბელოვი მასწავლებლად მუშაობდა სოფელ გურჯაანში.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის შესახებ. კრებაზე „თბილისის ქალთა წრის“ თავმჯდომარე ნ. ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება წრის დაარსებიდან ერთი წლის საქმიანობის შესახებ.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს სოლომონ ლეონიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მღვდელი ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს ეკატერინე გრიგოლის ასული მესხისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარეშე სკოლებზე, ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებზე ზრუნვა ივანე გომართელსა და გიორგი დეკანოზიშვილს დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1451. 30 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3584. 86 და შენახული თანხა – 8502. 92.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ზაქარია იოსების ძე მამაცაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს ანდრია ივანეს ძე კაპანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ალექსი ანდრიას ძე კვალიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, არჩილ ჯორჯაძე ნაძალადევის ბიბლიოთეკის მზრუნველად დაინიშნა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს იონა მეუნარგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის საკითხებზე ზრუნვა ნიკოლოზ ცხვედაძესა და ნიკოლოზ ელიავას დაავალა.