საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80195

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 30 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 6 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაქსიმე მარკოზაშვილის განცხადება საგურამოს სკოლის მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის სექციებად დანაწილება გადაწყვიტეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოში გაიხსნა სამუზეუმო კომისიის კრება ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, კომისიის სხდომაზე კრებას მუზეუმისთვის ადგილის შეძენის შესახებ მოახსენა. ადგილი, რომელიც ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარეობდა, 250 კვადრატულ საჟენი იყო. მიწის მესაკუთრეები წილოსანის, მალინოვსკისა და ცისკარაშვილის ქვრივები იყვნენ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მალინოვსკის ქვრივი, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, სამუზეუმო კომისიას მისი წილი მამულისთვის 5000 მანეთს სთხოვდა და 3000 მანეთად, როგორც კომისიას ჰქონდა შეაფასებული, არ უთმობდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სკოლების საკითხი განიხილეს. საზოგადოებას ერთკლასიანი სკოლები ჰქონდა სამი ან ოთხი განყოფილებით, სადაც მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავდა. გამგეობას მიაჩნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს. ცდილობდა საჭირო სახსრების მოძიებას და სადაც აუცილებელი იყო, ორი მასწავლებლის დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება ქ. მაინცში საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. მომხსენებელსა და გრიგოლ ყიფშიძეს მიენდოთ ამ საკითხზე მოსაზრებების წარდგენა გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის ადგილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ნიკოლოზ კურდღელაშვილის თხოვნა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში აბელ იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ საზოგადოება დახმარებოდა ბიბლიოთეკარის დაქირავებით დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას, რადგან თავად არ შეეძლოთ ამის გაკეთება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბელ იაშვილის თხოვნით დახმარება აღმოუჩინა ქალაქ დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-23 ნოემბრის შემოსავალი იყო 11131 მან. 71 კაპ., ხარჯი – 1602 მან. 50 კაპ. 23 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19500 მან. 19 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ხარჯთაღრიცხვა. I ბიბლიოთეკას პირველი ნოემბრისთვის ჰქონდა 182 მან. 90 კაპ., ხოლო II ბიბლიოთეკას – 56 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 ნოემბერს გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული კონცერტის გამართვის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული კონცერტის გამართვის შესახებ და დაადგინა, 18 დეკემბერს დანიშნულიყო კონცერტი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ ანგარიშიდან 300 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგის, ტარას მომცემლიძისთვის 42 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის ნოემბრის ხელფასის – 75 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა, რომ გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის მიეცათ დივიდენდის ანგარიშში 15 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.