რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ალექსი ჭიჭინაძე საპატიო მიზეზების გამო იძულებული გახდა თბილისის ქართული გიმნაზია დაეტოვებინა. კავკავის ოლქის მთავრობის განკარგულებით თერგის ოლქში ჯერ სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, შემდეგ კი ამავე სკოლების დირექტორად – ერევნის გუბერნიაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე, როგორც გამოცდილი ადმინისტრატორი, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად მიიწვიეს. იგი გიმნაზიას რვა წელი ხელმძღვანელობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა თავადაზნაურობამ ქართული გიმნაზია დააარსა და ალექსი ჭიჭინაძე დირექტორად მიიწვია.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე პოლიტ-ეკონომიკის კათედრაზე ისევ დანიშნეს.
1928
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1928 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე ფრაქციული მუშაობის გამო პარტიიდან გაგდებულთა სიაში ირიცხებოდა. ასევე გადიოდა “83“-ის საქმეში, სადაც დახასიათებული იყო, როგორც პარტიის ერთგული.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1923 წლებში სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე მუშაობდა.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის აგვისტოში გიორგი ელიავამ საფრანგეთში ყოფნის ვადის 6 თვით გაგრძელების თხოვნით თბილისში წერილი გამოგზავნა. მას სამეცნიერო კვლევაზე მუშაობის გაგრძელება სურდა. საქმეში იყო პასტერის უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილის, კლიმენტ ალბერის ბარათი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ელიავას ნამდვილად სჭირდებოდა საფრანგეთში ცხოვრება.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წელს გიორგი გრიგოლის ძე ელიავა მეუღლესთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა და კადიკსის N15-ში ცხოვრობდა. იგი თბილისის უნივერსიტეტისგან ლლოიდ ბანკში 1300 ფრანკს იღებდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს გიორგი გრიგოლის ძე ელიავა ამიერკავკასიის ფედერაციის რესპუბლიკაში არმიისა და ფლოტის სახალხო კომისრად დაინიშნა. მანამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904-1907 წლებში გიორგი გრიგოლის ძე ელიავა აქტიურად მუშაობდა პროპაგანდისტად. იგი რამდენჯერმე დაიჭირეს.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1885 წელს დაბადებული გიორგი გრიგოლის ძე ელიავა გიმნაზიაში სწავლის დროს მარქსისტთა ჯგუფში შევიდა, ხოლო პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აქტიური რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს შუამდგომლობა სთხოვა, რომ მომავალ სათავადაზნაურო კრებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 1911 წლის 18 ივლისს შეპირებული 2 500 მანეთი გამოეყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მარტს ვასილ ეგიაზაროვს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მშენებლობისთვის საჭირო მასალაში 80 მანეთი გადაუხადეს, გადასახდელი დარჩათ 24. 02 მანეთი.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 23 მარტს ა. იორდანოვის სახელზე გამოწერილი ქვითრის თანახმად, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვის მაღაზიაში სამშენებლო იარაღებისა და დეტალების – ამერიკული ბურღები, ლითონის კბილაკები, ყრუ ჭანჭიკები, მავთულები – შეძენა 104 მანეთი და 02 კაპიკი დაჯდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო დეკანოზი.

