რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტის თხოვნა ნოვოროსიის ღარიბი ქართველებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას მოხსენება ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან იაკობ გოგებაშვილისთვის ათასი მანეთის მიცემის შესახებ. ეს თანხა უნდა შევსებულიყო იმ ფულით, რომელსაც საზოგადოება საეპარქიო საბჭოსგან მიიღებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაარსებულიყო წრე, რომელშიც იქნებოდა გამგეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 21 იანვარს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი- გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება მარიამ დემურიას გარდაცვალების შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ნიკო მარისთვის გაეგზავნათ პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი და მის შესახებ აზრის გამოთქმა ეთხოვათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველების თხოვნა ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ანა დავრიშევის დახმარების შესახებ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 1-ლი სექტემბრიდან ლავრენტი აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს იპოლიტე ვართაგავა, იუსტინე აბულაძე და მოსე ჯანაშვილი აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საფილოლოგო კომისიის წევრებად. მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მარტში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორასის ნაცვლად ოთხასი მანეთის კრედიტი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ წერეთლის თხოვნა სალიტერატურო ფონდის თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 20 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ სეირნობის გამართვის შესახებ მოხსენება გააკეთა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ 7 თებერვალს დიდუბეში საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნა და კურთხევა იყო დანიშნული.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს არსენ სიმონის ძე წითლიძე მუშაობდა მასწავლებლად ძველი სენაკის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულის წინასიტყვაობის განხილვა დაევალათ.