საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელმეორედ მოისმინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის მოხსენება, რომ მოსწავლეები ზაფხულის დადგომისას სასოფლო სამუშაოების გამო სკოლას თავს ანებებდნენ და მაისის ბოლოს სკოლაში აღარავინ რჩებოდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სააზნაურო სკოლისთვის ავეჯის დამზადების შესახებ და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ავეჯი კაიზერის მოდელით დაემზადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სკოლის ავეჯის ხელოსნისთვის 200 მანეთის მიცემის და ქუთაისის სააზნაურო ბანკიდან თანხის გამოწერის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ ავეჯის ხელოსანი თანხის გადასაცემად ქუთაისიდან მიეწვიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს, როგორც ქუთაისის ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე და პირადი სახელითაც, ანდრია ერისთავი სამძიმრის დეპეშას უგზავნის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ძვირფასი პოეტის ავაზაკური მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით და გამოთქვამს სამშობლოს განათლებისა და განახლების სურვილს.

1910

ტიპი: ღონისძიება

სამსონ ფირცხალავას მიერ 1910 წლის 12 აპრილს შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმართვას ოთხი ადრესატი ჰყავდა: შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო, ქუთაისისა და ჭიათურის დრამატული საზოგადოებები და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საპედაგოგო საბჭო. გამგეობამ ამ ორგანიზაციებს შეატყობინა იაკობ ნიკოლაძის მიერ ქანდაკების დასრულების შესახებ და სთხოვა, დროულად დახმარებოდნენ შეპირებული თანხით. საზოგადოების წევრებს სურდათ 30 აგვისტოსთვის მოესწროთ ილია ჭავჭავაძის საფლავის საბოლოოდ მოწყობა და ძეგლის გახსნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ფულადი დახმარების უმორჩილესი თხოვნით მიმართავს ქუთაისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსა და ქუთაისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს, რათა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მესამე წლის თავზე, ე. ი. 30 აგვისტოს, შესაძლებელი გახდეს პოეტის ძეგლის კურთხევა და გახსნა. ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

1907

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მისულ დელეგატთა კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მიიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. ოქმს ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა დაწესებულების ორმოცამდე დელეგატი ესწრებოდა, საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე უძღვებოდა. გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ დამსწრეთ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოკლე ისტორია გააცნო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისს, ღამის პირველის ნახევარზე, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის საკითხის გადასაწყვეტად მოწვეული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების დელეგატები: ეკატერინე გაბაშვილისა და მარიამ დემურია (ქალთა საზოგადოება), ალექსანდრე სარაჯიშვილი (საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), იოსებ მერკვილაძე (წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოება), სიმონ ოცხელი და სამსონ ყიფიანი (ქუთაისის ქართული გიმნაზია), ალექსი მირიანაშვილი (ჟურნალი „ნაკადული“), ქაიხოსრო ქავთარაძე (გაზეთი „ამირანი“), კიტა აბაშიძე (ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ივანე გომელაური (ჭიათურის დრამატული საზოგადოება); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: იაკობ ღულაძე (თავმჯდომარის ამხანაგი), პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სამსონ ფირცხალავა. კრებას ესწრებოდა ათი გარეშე პირიც.

პირები
ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) იოსებ (სოსიკო) ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (სოსიკო მაჭავარიანი) სიმონ ივანეს ძე ოცხელი სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ივანე მიხეილის ძე გომელაური იაკობ სოლომონის ძე ღულაძე პეტრე როსტომის ძე სურგულაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (უგვარო, ფ. პატრიშვილი) სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილი
წყარო

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის მიხედვით, სამსონ ფირცხალავამ კრებას შესათავაზა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვა: 1. საჭირო იყო თუ არა ილიას საფლავზე ძეგლის დადგმა. 2. ძეგლი იაკობ ნიკოლაძის მოდელის მიხედვით გაკეთებულიყო თუ სხვა მოქანდაკისთვის მიენდოთ ეს საქმე. 3. რა სახსრებით უნდა გაკეთებულიყო ძეგლი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ: სამსონ ფირცხალავა, პეტრე სურგულაძე, ივანე ჯავახიშვილი, სამსონ ყიფიანი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, ეკატერინე გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, იოსებ მერკვილაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ივანე გომელაური, სიმონ ოცხელი და კიტა აბაშიძე.

პირები
სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა პეტრე როსტომის ძე სურგულაძე სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (უგვარო, ფ. პატრიშვილი) ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) იოსებ (სოსიკო) ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (სოსიკო მაჭავარიანი) ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი ივანე მიხეილის ძე გომელაური სიმონ ივანეს ძე ოცხელი კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი
წყარო

1908

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის – როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორნაირი მიზანი ჰქონდა: ერთი – ილიას პატივისცემა, მეორე – ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

1908

ტიპი: ავტორობა

პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს – ივანე ზურაბიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს – აინტერესებდათ, რამდენი დაჯდებოდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთება და საამისოდ რა სახსრები არსებობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრებაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსის ჩატარების მომხრეებს სამსონ ფირცხალავამ შეახსენა, რომ ეს მეტად ძვირი საქმე იყო და მაგალითად მოიყვანა ფ. შოპენის ძეგლისთვის გამოცხადებული კონკურსი, რისთვისაც პოლონელებს 5000 მანეთი ჰქონდათ გამოყოფილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე დროებით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მასვე უნდა წარედგინა კანდიდატი ინსტრუქციის მე-3 თავის მე-2 მუხლის თანახმად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, თომა მთავრიშვილი დაინიშნა სენაკის სკოლის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი დაინიშნა ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში მარიამ ივანეს ასულმა გვარამაძემ უარი განაცხადა კავკავის სკოლაში მასწავლებლობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლეჩხუმის მაზრის სამრევლო სკოლების ზედამხედველის თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების: „დედა ენის“, „ბუნების კარისა“ და „რუსკოე სლოვოს“ უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 100 „დედა ენის“ და ამდენივე რვეულის გაგზავნა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილს ფოტოსახელოსნოს მდგომარეობის გარკვევა დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოსახელოსნოს მოხელე ეკატერინე ივანეს ასული გძელიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტრე კოპლატაძის, ივანე გიუნაშვილის, ვასილ ქელბაქიანის, აბელ ციცქიშვილის, იოსებ ფირაქოვისა და გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას მოთხოვნა მასწავლებლობაზე გომარეთის სკოლაში.