რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში პართენ გოთუა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა მდივნად აირჩია.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ყიფშიძის ჰონორარის საკითხი. მას უნდა დაეწერა პუშკინის ბიოგრაფია, რომელიც დაიბეჭდებოდა პუშკინის თხზულებებთან ერთად. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძისთვის 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართვველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მე-4 კლასელთა ქართული ენის გამოცდაზე დასწრების შესახებ და დაადგინა, რომ სკოლის გამგისთვის მიეწერათ, წარმოედგინა მოსამზადებელი კლასის განყოფილებების ყველა საგნისა და გიმნაზიის კლასების ქართული ენის რთული პროგრამები, შედგენილი გამგეობის ინსტრუქციით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის თონეთის სკოლის წიგნების ყდაში ჩასასმელად 3 მანეთისა და კატალოგის ყდის გასაკეთებლად 60 კაპიკის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელმეორედ განიხილეს კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა, გაეგზავნათ პუშკინის თხზულებების 100 ეგზემპლარი საუკეთესო მოსწავლეებისთვის დასარიგებლად. მისი თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს – 50 წიგნის გაგზავნა გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 17. 42 მანეთის მიცემის შესახებ.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ელენე ნაკაშიძე, სიმონ ნატროშვილი, ანდრია ნადირაძე, ალექსანდრე ნაცვლიშვილი, რაფიელ ნაფეტვარიძე, კირილე ნინიძე, ლუარსაბ ნიჟარაძე და ტატიანა ნიკოგოსოვა ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტომდე მარიამ ივანეს ასული გვარამაძე მუშაობდა მასწავლებლად კავკავის სკოლაში.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, მიხეილ და ალექსანდრე სარაჯიშვილები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო 3 მანეთი.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, მარიამ ორბელიანი, გიორგი ოგანეზოვი, დომენტი ოყრეშიძე, ნიკოლოზ ონანაშვილი, ნიკოლოზ ოთხმეზური, გრიგოლ პაპიტაშვილი, დიმიტრი ჟვანია, ვლადიმერ რატიშვილი და კონსტანტინე როსტომაშვილი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადთ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 2 მარტს იროდიონ რუსლანის ძე ქორქია, იაკობ გიგოს ძე ფირცხალავა და ალექსი სოლომონის ძე გულუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ვარლამ მგალობლიშვილი, იასონ მაყაშვილი, ალექსანდრე მითაიშვილი, ვასილ მანსვეტაშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ალექსანდრე მდივანი, მარიამ მეშჩერსკაია-ციციშვილი და სამსონ მომცელიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოხსენება „დედა ენის“ ახალი გამოცემის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილისას 20 მანეთი გადასცეს.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი ლასხიშვილი, თეოფილაქტე ლაფერაშვილი, გიორგი ლომთათიძე, იოსებ მონადირაშვილი, პეტრე მამრაძე, გაბრიელ მეგრელიძე, სალომე მაღალაშვილი, ნინო მაჭუტაძე, ფილიპე მგელაძე და ნიკა მიქაძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.