რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ფ. მატკავას წერილი, რომ დაბა სუჯუნის სკოლას ესაჭიროებოდა 20 ც. „დედა ენა“, 10 ც. „ბუნების კარი“, 10 ც. გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ და 30 ც. ქართული წერის დედანი, სულ 70 წიგნი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ს. თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნოსირის სკოლაში იმჟამად საჭირო იყო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად შემდეგი სახელმძღვანელოები: იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ – 10 ც., „დედა ენა“ – 18 ც., გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 18 ც., რუსულიდან გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ – 11 ც., დიდებულიძის ნათარგმანი „ლოცვები განმარტებებით“ – 17 ც., ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“– 14 ც., რუსული წერის დედანი სახატავი ნიმუშებით – 12 ეგზემპლარი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა, ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობამ სულ 35 წიგნი გაუგზავნა, აქედან 26 წიგნი თითო ეგზემპლარი, 9 – ორ-ორი, და 2 – სამ-სამი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ შემოწირული წიგნები მთლიანად ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ თებერვალს სოფ. ენისელის სკოლის მასწავლებელმა პ. ხატიევმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 28 სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის ნოემბრის ბოლოს კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად გამგეობისგან ამავე წლის აპრილის რიცხვებში მიღებული წიგნები მისცა სკოლის მოსწავლეებს და ასევე წიგნის მცოდნე სხვა პირებსაც გარკვეული ვადით და შემდეგ დაუბრუნებდნენ მას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.

