საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93165

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ვრცელ ანგარიშში ჩამოთვლილია განსვენებული პოეტის ვალები: სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული საგურამო-წიწამურის სოფლის მამულისა – 12 440 მანეთი და 77 კაპიკი; იმავე ბანკში დაგირავებული ქალაქის სახლისა – 7 178 მანეთი და 72 კაპიკი; ამას გარდა, განსვენებულს 10 000 მანეთის ვალი დარჩა თამასუქებით – ერთიანად ვალის რაოდენობამ შეადგინა 29 619 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ ნოტარიუს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კანტორაში დაწერილი ანდერძის თანახმად, პოეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ მისი მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ცხადდებოდა, თავად ქვრივის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მამაპაპეული ქონება კანონიერი მემკვიდრეების ხელში გადადიოდა, ხოლო შეძენილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება უნდა გამხდარიყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველმა საგანგებო კომისიის წევრებმა – ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება, რომლის მიხედვით, საზოგადოება ილიას ნაანდერძევ მემკვიდრეობას – ძვირფასი ბიბლიოთეკა, კერძო მიწერ-მოწერა, ავეჯი და კაბინეტის მოწყობილობა – იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ოლღა ჭავჭავაძე საგურამოს მამულზე სიცოცხლეშივე უარს იტყოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბიბლიოთეკის გამგეს ჰყოლოდა მოადგილე, რომლის წლიური ანაზღაურებაც 480 მანეთი იქნებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოების საქმეთა მწარმოებელს ჰყოლოდა მოადგილე, რომლის წლიური ანაზღაურებაც 1500 მანეთი იქნებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, რომ ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვარი უნდა აღემართათ. ამ საქმეს 300 მანეთი უნდა მოხმარებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის დასაწყისში საზოგადოებას 39 განყოფილება ჰქონდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს საზოგადოებას 8886 წევრი ჰყავდა.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად გამართულმა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის სხდომამ დაადგინა: შეეთავაზებინათ ოლღა გურამიშვილისთვის, რათა მიეღო ანდერძით მისთვის განკუთვნილი ქონება, ხოლო "საზოგადოების" მიერ შექმნილი საგანგებო კომისია დაეხმარებოდა ქვრივს დატოვებული ქონებისა და ვალების მოწესრიგებაში (ხელს აწერენ: ა. ყიფშიძე, ს. ფირცხალავა).

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე ანასტასია დავითის ასული მაჩაბლისა გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, იმ წლის პირველ იანვარს საზოგადოებას 6951 წევრი ჰყავდა.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ნინო სვიმონის ასული რცხილაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებას სწერდა, რომ ფასიანი ქაღალდები მხოლოდ სამინისტროს საქმისმწარმოებლის – ი. ა. გოლდმანის (შემცვლელები შეიძლება ყოფილიყვნენ ტარასი გრიგორის ძე აბაშიძე ან ნ. გ. ახმეტელოვა) ხელმოწერით იქნებოდა ძალაში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლამდე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) კიტა აბაშიძის ხსოვნის აღსანიშნავად სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად 300 მანეთი გადადო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლამდე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 ივლისს ფელიქს რომანის ძე შმალცი N15 ბრძანებით შრომის სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ბეჟან დავითის ძე წერეთელს საჩხერის აგენტობა შესთავაზა.