საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81813

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღათია წერეთელი ვლადიკავკაზის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ალექსანდრე გალიევი, აკაკი ვაჩიბერიძე, დავით თეოფილეს ძე ზვიადაძე, დავით თომას ძე ზვიადაძე, კირილე ბარათაშვილი, აბრაამ თოფჩიშვილი, დავით იაშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ამბროსი კვიცარიძე, დავით კაკიტელაშვილი, პავლე ლილუაშვილი, პავლე ლობჟანიძე, შალვა მანაგაძე, ვარლამ მარგველაშვილი, სიმონ მხეიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შევიდა 1063. 75 მანეთი და დაიხარჯა – 1029. 55.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: სერგო ნატრიაშვილი, კირილე სალდაძე, გიორგი სულაბერიძე, ალექსანდრე ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ ფოჩხუა და გიორგი ფურცელაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ჯორჯაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილისა და ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ არჩილ ჯორჯაძეს 50 მანეთი გადასცა, ლუკა რაზიკაშვილს – 30 და ნიკოლოზ კურდღელაშვილს – 20.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ალექსანდრე ქვარიანი, დიმიტრი ქოჩაკიძე, მიხეილ ყურაშვილი, გიორგი ჩიხლაძე, იოანე ჩხეიძე, მიხეილ ჭითავა და ანდრია ჭუმბურიძე.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ივანე მიქაბერიძე, პეტრე შავდია, სერგო ძოძუაშვილი, ოთარ ასლანიშვილი, ბიძინა ამაშუკელი, დავით ანჯაფარიძე, ილია აბრამიშვილი, გრიგოლ ბაბუნაშვილი და ვარლამ ბიბილეიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია ალხაზიშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული თანხა ავტორს საზოგადოებისგან ყოველთვიურად უნდა მიეღო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ უარი თქვა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედისთვის, შესაწევრის გაზრდაზე. მას ძველებურად 20 მანეთი გადაეცემოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 5-დან 12 ივნისამდე საზოგადოებას ჰქონდა 162. 3 მანეთი, გასცა – 561. 54.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნაძალადევის ბიბლიოთეკის გერბში 2 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ხიზაბავრის ტერიტორიაზე სამკითხველოს გასახსნელად შუამდგომლობის კანონიერი გზით გაფორმება ითხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ სექტემბრისთვის გადადო გოგებაშვილის თხოვნა ვლადიკავკაზის სკოლაში გამგისა და მზრუნველის დანიშვნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ამხანაგობას ფოტოგრაფიისთვის საჭირო წამლებში 65. 56 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მარიამ ბაქრაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება კრილოვის მოთხრობების გამოცემის თაობაზე. საზოგადოებას 20 წიგნი ჰქონდა დარჩენილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენის“ ახალი გამოცემა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სრულად გადასცა. ავტორისთვის ერთ წიგნში 20 კაპიკი უნდა მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვასილ ბეჟანიშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, გიორგი ყიფშიძე და კონსტანტინე ბაქრაძე.