საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მაჰმადიანი მოსწავლეები უგულოდ ეკიდებოდნენ სწავლას და ცოდნით ამხანაგებს ჩამორჩებოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პროგრამა სრულად გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ ლოცვები და თავისუფლად ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ისტორიებსაც. პირველი და მეორე განყოფილების მოსწავლეები ქართულად ჰყვებოდნენ, მესამე და მეოთხე განყოფილების მოსწავლეები კი – რუსულადაც. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილების მოსწავლეებმა რუსულ ენაში გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ პირველი ნაწილი სრულად და მეორე ნაწილიდან რამდენიმე გვერდი. მასალა კარგად იცოდნენ, მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს უჭირდა სიტყვების გამოთქმა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მესამე განყოფილების მოსწავლეებმა გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ მეორე ნაწილი; წინადადებებსა და სიტყვებს გრამატიკულად არჩევდნენ; იცოდნენ ლექსები და უცხო სტატიებსაც კითხულობდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საბჭოს დადგენილება: ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 მანეთი გადაერიცხათ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდისთვის. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა და საქმის მწარმოებელმა ივანე ეპიტაშვილმა.

1884

ტიპი: ორგანიზაცია

1884 წლის 25 ოქტომბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში, დაბა ლაილაშში, იყო ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი. მას საზოგადოების ნამდვილი წევრობაც სურდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის მზრუნველებად დანიშნა: ანნა ბესარიონის ასული მუხსელოვისა, ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძისა, სიმონ (სვიმონ) ბესარიონის ძე ღოღობერიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი (ფიფინოვი), ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი.

პირები
წყარო

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის დირექცია ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა შეამოწმა. ინსპექტორი დირექციის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.

1907

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავას თქმით, ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად და პატივსაცემად მოწვეულ კრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინიციატორებმა შემდეგი წინადადება შესთავაზეს: თბილისში, ერევნის მოედანზე, დაედგათ ილიას ძეგლი, შეექმნათ ილიას ფონდი და ყველა ზომა მიეღოთ ხალხში ილიას სახელის განსამტკიცებლად.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 ივნისს ნიკოლოზ ხიზანიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გაუგზავნა გურულის წიგნი „ვახტანგის კანონები ხუცური“ N1275, რომლის მიღებაც ხელმოწერით დაადასტურა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე ჟორდანიას გაუგზავნა წიგნი „წერილები ისტორიული“, რომლის მიღებაც მან ხელმოწერით დაადასტურა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 12 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაღებული წიგნები, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი „სახარება“.

1907

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავას ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად და პატივსაცემად მოწვეულმა კრებამ, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგნის ყოველმხრივი განხილვისა და კამათის შემდეგ დაადგინა: შექმნილიყო ილია ჭავჭავაძის ფონდი ქართული ლიტერატურისა და სწავლა-განათლების გასავრცელებლად; ამ საქმის მოგვარება მინდობოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და მასვე დავალებოდა, მოწოდებები დაეგზავნა დაწესებულებებისა და კერძო პირებისთვის, რათა ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ ილიას ფონდს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წაიღო ჟურნალი „ივერია“ N1-6.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასახმარებლად მიმართვა დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს: შავი ქვის (მანგანუმის) მწარმოებელთა კრების საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობებს, თავად-აზნაურთა კრებებსა და ბანკებს, – წერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა და დასძენს, რომ ყველგან დიდი თანაგრძნობით მიეგებნენ მოწოდებას.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის სექტემბრისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდის თანხა შეადგენდა 9 818 მანეთსა და 79 კაპიკს, ხოლო მისი სარგებელი – 218 მანეთსა და 03 კაპიკს, რაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას აზრით, დიდი მამულიშვილის ხსოვნის მიმართ ქართველი საზოგადოების არაგულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 2 000 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ გივი ავალიშვილის თხოვნა ფოტოსახელოსნოში სამსახურის შესახებ განსახილველად გადასცემოდა დავით კარიჭაშვილს, ხოლო განსაკარგავად – ნიკოლოზ ცხვედაძეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულიდან კარგად შეისწავლეს ლოცვები და მოთხრობები, განსაკუთრებით II და III განყოფილების მოსწავლეებმა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის II და III განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან კარგად შეისწავლეს ლექსები. ისინი ახალ მოთხრობებსაც კარგად კითხულობდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 23-24 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცახლავამ გომარეთის სკოლა დაათვალიერა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლაში სწავლა გვიან, ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ამიტომ მოსწავლეებმა საგნების სრულად გავლა ვერ მოასწრეს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.