საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1915

ტიპი: განათლება

ნინო ქრისტეფორეს ასულმა ციცქიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის გიმნაზიის მერვე კლასში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანის, მიხეილ კალისტოს ძე შავიშვილის, ნიკოლოზ ესტატეს ძე შატბეროვის, ვლადიმერ კიმოთეს ძე შელიას, ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილის, დავით გიორგის ძე ჩადუნელის, გიორგი გრიგოლის ძე ჩარექაშვილისა და ვერა ნაუმის ასულ ჩიგოგიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაიფციგის ქართველი სტუდენტების თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. მათი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრა ხახიშვილს ხალხში გასავრცელებლად 50 მანეთის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივლისისათვის თბილისის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: ა. ა. ლაისტერი, ი. ე. სტეპანოვი, თ. მ. გლადკოვა, ა. გ. ალიფიმოვი, ა. ფ. ლაისტერი, ვ. გ. უკრაინცევა, ს. პ. უკრაინცევი, ე. ი. კვარდიკოვი, დ. ე. პატრუშევი, გ. ა. რომანენკო.

1915

ტიპი: განათლება

ლეონტი ნესტორის ძე რევიამ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივლისისათვის თბილისის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: ი. ე. სტეპანოვი, ვ. ნ. მალჩევსკი, კ. მ. პულკოვსკაია, ა. ვ. შელესტოვი, ა. ე. თარხანოვა, ს. ს. მოლოჟავი, პ. ვ. პოზნიაკოვი, ა. ბოგატირევი, დ. იაშვილი, გ. აბდულიანცი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანის, გიორგი ონისიმეს ძე მელითაურის, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილის, ალექსანდრე ივლიანეს ძე ნიკოლაიშვილის, კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძის, ილია დავითის ძე ნუცუბიძის, გიორგი ანდრიას ძე ნამორაძისა და მარიამ გიორგის ასულ პარკაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა დაამთავრა ასტრახანის გიმნაზია და მოსკოვის სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა თბილისის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე ივლიანეს ძე ნიკოლაიშვილი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის სტუდენტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივლისისათვის თბილისის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: შ. კ. აკოფოვი, ნ. ს. ნიჟარაძე, ა. ა. პოლად-ზადე, ს. ა. კოლმანოვა, ფ. ი. ზეიმანი, ა. ვ. ზახაროვი, ა. ნ. რაგოზინი.

1915

ტიპი: განათლება

მარიამ გიორგის ასულმა პარკაძემ დაამთავრა თბილისის საეპარქიო სასწავლებელი და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი ონისიმეს ძე მელითაური იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს წინარეხის სკოლის მასწავლებელმა ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ივანე აბრამის ძე მერაბიშვილის წინარეხის სკოლიდან წინამძღვარიანთკარის სკოლაში გადაყვანა სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.