რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობეს, რომ ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოებისგან (თავმჯდომარე – გიორგი ჭუმბურიძე) თეატრალური სეზონის გახსნის შემდეგ მიიღებედნენ 100 მანეთს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის საქმე გიმნაზიის ინსპექტორ ნ. ნ. ქუთათელაძეს ჩააბარეს. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად არ დანიშნეს, რადგან ამ თანამდებობაზე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი ჰყავდათ დანიშნული და ორი საქმის მწარმოებლი არ სჭირდებოდათ.
1900
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე კონსტანცია მეფისაშვილი იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ოლღა გურამიშვილს ხალხში გასავრცელებლად 28 მანეთისა და 65 კაპიკის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოებამ ფილიმონ ქორიძის სიმღერების კრებული გამოსცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 500 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს რაფიელ (რაფაელ) ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 350 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იოსებ ცხვედაძეს მოსწავლეებისთვის დასარიგებლად 7. 60 მანეთის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.
1900
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900-1901 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის სახალხო ბიბლიოთეკას ალექსი ჩომახიძე განაგებდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლა მოინახულეს: მთავრობის წარმომადგენელმა, ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობიდან იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზიდან თბილისში ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ იქაურმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვეს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ივლისს იოსებ დადუნაშვილი, პარმენ მჟავანაძე, პარმენ დიასამიძე, იოსებ ეფრემიძე, სიმონ ბურკაძე, ასლან უჯმაჯურიძე, თეოფილე დადუნაშვილი, ივანე ლორთქიფანიძე, დავით მჟავანაძე, გიორგი ნამიჭეიშვილი და ლავრენტი ავალიანი ვანის რვაკლასიანი გიმნაზიის სასკოლო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი იქ ქართული წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზში წერილი მიიღო თბილისიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით. გამგეობას ასევე აინტერესებდა, რამდენად სანდო კაცი იყო ვაჭარი ბაღდან სომხიევი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა წაიკითხა მოხსენება, რომ 1-ლ მარტს დაიბეჭდა მომგებიანი სესხის ბილეთი ნომრით 19364.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების აწყურის სკოლის მასწავლებელი-გამგე გრიგოლ ჭინჭველაძის თხოვნა 40-40 „დედაენის“, „რუსკოე სლოვოს“, ნატროშვილის „არითმეტიკული კრებულის“, წერის დედნის, 80 რვეულის, 20-20 ღამბაშიძის „ჟამნისა“ და „ლოცვანის“ გამგეობისგან გაგზავნის შესახებ. გამგეობამ არ დაკმაყოფილა თხოვნა, რადგან სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნაში აწყურის სკოლაც იყო გათვალისწინებული. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ბაღდან სომხიევი სანდო კაცი იყო, მაგრამ, იქაური ქართველების თქმით, მას თავისი სარგებელი ჰქონდა „სახეში“. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, წიგნები გასაყიდად მიებარებინათ ვინმე მაჭავარიანისთვის ან რამან ფორაქაშვილისთვის, რომელსაც დავით სარაჯიშვილის საქმეებიც ებარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ერისთავის დასაფლავებაზე გაგზავნილ დეპეშაში 1.5 მანეთი გადაიხადეს, ცნობაში კი — 1.80 მანეთი.