რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისს ეკატერინე ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო საკვინტაციო დავთარი N38, საწევრო დავთარი N32 და საზოგადოების წევრთა სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელ მაისს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველები საზოგადოებისგან დიდ შემწეობას ელოდნენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის გახსნას მაინც აპირებდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ნიკოლოზ ბადრიძისთვის გაზეთების ყდაში ჩასასმელად 16 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის ეცნობებინათ გამგეობის განკარგულება სკოლის ვითარების გამოძიების შესახებ. მასვე დაევალა ამ განკარგულების მასწავლებელთათვის გამოცხადება. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 სექტემბერს მარიამ ლევანის ასულმა პატრიაშვილმა თბილისის რეალურ გიმნაზიას შვილის, ვერო ვლადიმერის ასული პატიაშვილის მესამე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
ვახტანგ თულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მიხეილ ყიფიანის არითმეტიკის 10 სახელმძღვანელო და დარჩა 447, რომლებიც საზოგადოების მდივანს უნდა წაეღო, თუმცა გამგეობის შენობის შეცვლის გამო ეს ვერ მოხერხდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიხეილ ყიფიანს მადლობა შეუთვალეს ვლადიკავკაზში ქართული წიგნების გავრცელებაში დახმარებისთვის, გაუგზავნეს 10 თუმნის ღირებულების წიგნები და სთხოვეს, ეცნობებინა, მომავალში რომელი წიგნები იქნებოდა საჭირო.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა მშობლები – ილია მიხეილის ძე ფიჩხაძე, ხაიმ მორდეხას ძე ფიჩხაძე, შაბათა ფიჩხაძე, ხაიმ შალომის ძე იაკობაშვილი, იოსებ შაბათას ძე კაკიტელაშვილი, იოსებ თავდიდიშვილი, სიმონ თავდიდიშვილი და აბრაამ გაგულაშვილი – განათლების სამინისტროს თავიანთი შვილების რუსულ განყოფილებაში დატოვებას სთხოვენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის პასუხი სამსონ ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მაწავლებლისთვის ხელფასის ხაზინიდან მიცემის შესახებ შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხისთვის, სულ 150 მანეთისა და 13 კაპიკის ოდენობით. ოქმს ხელს აწერენ: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის თავმჯდომარეს მისწერეს, რომ შესაძლებელი იყო სერაფიმა სერგის ასული ბაგაევი მასწავლებლად გორის ქალთა გიმნაზიაში ერთი წლით დარჩენილიყო. მომავალი წლიდან კი აუცილებლად შტატგარეშე დარჩებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის თავმჯდომარეს მისწერეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას ოთხი მასწავლებელი ასწავლიდა: ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა, ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი, სერაფიმა სერგის ასული ბაგაევისა და დირექტორი კინწურაშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის პირველი სექტემბრიდან 1916 წლის პირველ იანვრამდე, 1907-1910 წლების გამოკლებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ოქტომბერს მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 თებერვალს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა საქმის მწარმოებლად მიიწვია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გადაწყვიტა წინარეხში, თონეთში, პატარძეულსა და სტეფანწმინდაში სკოლა გაეხსნა. სოფლების მოსახლეობამ სკოლის მოწყობა და შენახვა საკუთარ თავზე აიღო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჩაატარა 26 სხდომა, რომელსაც 4-ჯერ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა. თავმჯდომარის ამხანაგი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა 17 სხდომას, მმართველობის წევრი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი კი – 3 სხდომას.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ თბილისის სკოლის გაუქმება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ მოსაზრებას: საზოგადოების მმართველობამ თბილისში სკოლა იმიტომ დაარსა, რომ ქალაქში არ იყო არც ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც ხალხის სწავლისადმი მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. 1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე კი ქალაქის მმართველობამ გახსნა ორი უფასო სახალხო სკოლა ქართველთათვის და შემოიტანა ისეთი პროგრამა, როგორიც „საზოგადოების“ სკოლაში იყო, „დედა ენას“ მიანიჭა ისეთი მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ჰქონდა „საზოგადოების“ წესდების მესამე მუხლის ძალით. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.