რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს დავით მელიქიშვილმა და იოსებ დადიანმა. მათი თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ილია ჭავჭავაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვლადიმერ გედევანის ძე ლაბაძის, გრიგოლ ლეონტის ძე ლორთქიფანიძის, ვარდენ ლორთქიფანიძის, ლევან ნიკოლოზის ძე ლეონიძის, მარიამ რაჟდენის ასულ მაღალაშვილის, დიმიტრი დავითის ძე მაღალაშვილის, შალვა მთვარელიძისა და გენადი პეტრეს ძე მიხელიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 28 აპრილს ივანე რომანოზის ძე გულბანი, ლაილაშის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი, ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას სთხოვს შუამდგომლობას განათლების სამინისტროს წინაშე, რათა დამტკიცდეს უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად. ასევე უგზავნის ნამსახურეობით სიას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 4 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობამ იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რომ ივანე რომანოზის ძე გულბანს, ლაილაშის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს, მინიჭებოდა უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო იმავე თანამდებობაზე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ თანამშრომელი მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვმა, რომ გაუგზავნონ მას დაპირებული 100 მანეთიდან რამდენიც შესაძლებელია. გამგეობამ ელენე ჟინოევს 50 მანეთი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ საწერი ქაღალდი, იაკობ გოგებაშვილის 15 „სიტყვის კონა“ და ასევე მთიულებისთვის რამდენიმე პატარა წიგნაკი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე. მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ იმ თვეშივე და როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური ორ ნაწილად უნდ აგაეოთ. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ, რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძემ ახალციხიდან წერილი გაუგზავნა ქშწკგ საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით მოითხოვა, გაეთვალისწინებინათ ახალციხეში ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა და იქ განყოფილების გახსნაზეც ეზრუნათ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 21 თებერვალს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ თბილისის გამგეობას გაუგზავნა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაფუძნების საინიციატივო კომისიის წევრთა სია: თამარა გიორგის ასული ვაჩნაძისა, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი და კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ახალციხიდან იტყობინება, რომ მისი ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ქალაქის საკრებულოს დარბაზში თავი მოეყარა მაზრის მკვიდრი ქართველობისთვის, რათა განეხილათ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ახალციხის ფილიალის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ განზრახვას წინ აღუდგა მაზრის უფროსი – მან ქართველებს არ დართო შეკრების ნება.
1909
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობისგან ითხოვს გადაუდებელ შეწევნას ახალციხის განყოფილების დაფუძნების საქმეში, სახელდობრ: უგზავნის 5-კაციანი საინიციატივო კომისიის წევრთა სიას, რათა თბილისმა ერთ-ერთ მათგანს, როგორც პოლიტიკურად კეთილსაიმედო პირს, მიანიჭოს ოფიციალური უფლებამოსილება მხარის გუბერნატორსა და მაზრის უფროსთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.