რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გულისაშვილს ექვსი თვით ათხოვა დოლარის კუპიურა ასლების გასაკეთებლად. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილემ 23 იანვრის N5 ბრძანებით, ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცა. ასევე, მას გაუგზავნეს ბაისოგოლოვას N60, N82 და N2779 მოწმობები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში N49 ბრძანებით, მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი 10 ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ სერაფიმა სერგის ასულმა ბაგაევამ ქართული ენა არ იცოდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ათეული წლები ცხოვრობდა და ქართველი მასწავლებლის ქვრივი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.
1919
ტიპი: თანამდებობა
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შტატში ჩარიცხვა სთხოვა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მას მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება ჰქონდა და სთხოვა შტატში ჩაერიცხა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდნენ ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მზრუნველობის კომიტეტის მოხსენება სკოლათა მართვის გამგეობის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო, ხელს აწერენ – გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ანგარიში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში წინარეხის სკოლის შესახებ აღნიშნა, რომ სკოლისთვის ფული დროულად ვერ გროვდებოდა, რის გამოც მასწავლებლები თავის დროზე ვერ იღებდნენ ხელფასებს. მისი აზრით, გამგეობას უნდა მიეცა ხელფასები ხაზინიდან იმ პირობით, რომ უკან დააბრუნებდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1898 წლის 21 დეკემბერს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ხარჯთაღრიცხვა. შემოსავალი იყო 1071 მან. 3 კაპ., ხარჯი – 305 მან. 25 კაპ., მოგება – 766 მან. 10 კაპ. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოთხოვნა სკოლისათვის წიგნების გაგზავნის შესახებ. საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადადეს. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, პეტრე უმიკაშვილისთვის ჟურნალ-გაზეთები მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ელიდან 8 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 426 მან. 24 კაპ., დაიხარჯა 296 მან. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები NN100, 110, 103, 107, 105, 117, 109, 104, 114, 119, 101, 106, 113, 102.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა, სახლში საკითხავად მიეცათ ქართული ჟურნალ-გაზეთები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მოისმინა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის, მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ნოე ჟორდანიას თხოვნა წიგნების თაობაზე შესრულებულიყო. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას თხოვნა, საზოგადოების წიგნსაცავიდან მიეცათ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები შინ საკითხავად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილისგან მიღებული ფულის ანგარიში, რომლის დაბეჭდვასაც ის ითხოვდა საზოგადოების წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.