საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს რამინ ჩიქოვანმა „ისრის" რედაქციას გაუგზავნა ცაგერში 26 ოქტომბერს მომრიგებელი მოსამართლის, შამიერ მელიქ-პაშაევის სახლში ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის შეკრებილი თანხა, 11 მან., და შემომწირველთა სია: ბაბილინა დადიშკელიანისა, აგრაფენა გელოვანისა, ალექსანდრე დადიშკელიანი, ივანე გეგიძე, შამიერ მელიქ-პაშაევი, გრიგოლ გელოვანი, რამინ ჩიქოვანი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთმა „ისარმა" მიიღო ბალახანის ნავთობსარეწის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდისთვის შეგროვებული 39 მან. 50 კაპიკი და შემომწირველთა სია: ვასილ გრიგოლის ძე ჩიკვაიძე – 3 მან., ქეთო ივანეს ასული ჩიკვაიძე – 2 მან., ვასილ სუპატაშვილი – 2 მან., ალ. ნადირაძე – 2 მან., მიხეილ თოფურიძე – 2 მან., გრიგოლ ჯოხაძე – 2 მან., ოლია პაატას ას. ჯოხაძე – 1 მან., კოლა სტეფანიშვილი – 1 მან., მართა სტეფანიშვილი – 1 მან., გიორგი ლადარია – 1 მან, ალექსანდრე გიგინეიშვილი – 1 მან., ვასილ ბაქრაძე – 1 მან., ა. რადიონოვი – 50 კაპ., მიხა მეტივიშვილი – 1 მან., სვიმონ გურასპაშვილი – 1 მან., ერმალოზ ლაცაბიძე – 50 კაპ., ანიკო ნადირაძისა – 1 მან., გიორგი გურასპაშვილი – 1 მან., გრიგოლ გოგიჩაშვილი – 1 მან., ნიკოლოზ გოგიჩაშვილი – 1 მან., თ. ციხისტოვი – 50 კაპ., რ. შველიძე – 2 მან.

პირები
წყარო

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ 12 სასწავლო მაგიდა. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა და სკოლისთვის შეიძინა 8 მაგიდა ორ-ორ ადგილიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ელი ოქტომბრისათვის არსებული საზოგადოების ბალანსი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ აირჩია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის შემდეგი წევრები: კირილე ლორთქიფანიძე, დავით ლორთქიფანიძე, დავით ბაქრაძე, ანდრია ერისთავი, კონსტანტინე ბაქრაძე, ალექსანდრე ნანეიშვილი და იოსებ ოცხელი სამი წლის ვადით.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ იმერეთის საეპარქიოს თანხმობის საფუძველზე გადაწყვიტა სოფ. ჩოლურში გაეხსნა სკოლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 30 მაისს ჩატარებული საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების საქმის უკეთესად წარსამართავად დაამტკიცა შემდეგი კომისიები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვის, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერების, 3) სკოლებისა და სამკითხველოს, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმის, ხოლო კომისიების წევრთა არჩევა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ზანდუკელი დუშეთის ხაზინადარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იურიევი გორის ხაზინადარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ინაევი თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტერი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სელეზნოვი თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტერი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იონათამოვი თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტერი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სტარჩაკოვი თბილისის სახაზინო პალატის განყოფილებათა უფროსი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ფოტოგრაფიისთვის საჭირო მასალის შესაძენად 9 მანეთი და 8 კაპიკი გამოყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვლადიმერ ინანაშვილი სახელმწიფი ქონებათა სამმართველოს აგრონომი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ივანე შადინოვი თბილისის სახაზინო პალატის მოხელე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბუდაგოვსკი თბილისის სახაზინო პალატის მოხელე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სიგუნოვი თბილისის ხაზინადარი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როცა ვინმეს ძალიან სჭირდებოდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი წიგნი მას საისტორიო საზოგადოების მუზეუმში გადაჰქონდა ხოლმე და მკვლევრები იქ მუშაობდნენ. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს არც საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში მუშაობა აკმაყოფილებდა, რადგან ეს მუზეუმი ყოველთვის ღია არ იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, 1912 წლის 21 ივნისიდან გამგეობის დადგენილებით საზოგადოების წიგნსაცავი დაიხურა.