საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72256

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სიმონ ქვარიანი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში, სადაც კოოპერატიული გამგეობა „შრომის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა მიიწვია სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად და მას სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მუშაობა დაიწყო ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში, სადაც მადნის მუშა-მზიდავთა და წვრილ მრეწველთა ინტერესების დასაცავად ძლიერი ოპოზიცია ჩამოაყალიბა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს საქართველოში დაბრუნებულმა სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ქუთაისში ამხანაგობა „ზღვარი“ დააარსა, ამერიკული ვაზებისა და ნამყენების საჩქოლე (სანერგე) შექმნა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ჩააბარა დამამთავრებელი გამოცდები უნივერსიტეტში მწერლობის ფაკულტეტზე საფრანგეთში.

1987

ტიპი: განათლება

სიმონ ქვარიანმა უმაღლესი აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. ის საფრანგეთში 1887 წელს გაემგზავრა და სწავლობდა ჯერ ქ. ლიონში, შემდეგ – მონპელიეში, ბოლოს კი – პარიზში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის უფროსი კლასის მოსწავლეებს სოც. პოლიტ. საკითხებზე რეფერატებს უკითხავდა. ამ წრეში ხანდახან მიდიოდა და კამათში მონაწილეობდა 16 წლის სოსო ჯუღაშვილი.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წელს მთავრობამ განმეორებითი თხოვნით მიმართა დავით ჭავჭავაძეს სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიამ კი მის უარს ისევ სამშობლოსთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით უპასუხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წელს მთავრობამ დავით ჭავჭავაძეს ცხენოსანი ჯარის შექმნა სთხოვა, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა. ალექსანდრე სულხანიშვილის ცნობით, ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბებისა და ჯარში მტკიცე დისციპლინის დამყარების უფლებას. მთავრობა ამ პირობებზე არ დათანხმდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს გიორგი მაზნიაშვილის თაოსნობით სამტრედიიდან ბათუმისაკენ მიმავალ სამ ეშელონს ნატანებში ჯავშნიანი მატარებელი შეუერთდა. მაზნიაშვილმა იქ შეიტყო, რომ მე-4 ქართული ლეგიონის უფროსი პოლკოვნიკი ს. წერეთელი ოზურგეთში აკავებდა თავისივე ლეგიონიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს და ხელახლა ადგენდა ლეგიონს, ხოლო მე-2 ქვეითი ლეგიონის უფროსი ფარნაოზ ყარალაშვილი ბათუმიდან წამოვიდა და ქობულეთში დაბანაკდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს სამტრედიის სადგურიდან ბათუმის ფრონტისაკენ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სამი ეშელონი დაიძრა. მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დაეხმარებოდნენ და ოზურგეთის მაზრაში ჯარისკაცების მობილიზებას შეძლებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მარტს ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა, სადგურ ნატანებში წასულიყო და ოსმალებისთვის მდინარე ჩოლოქის გადმოლახვაში ხელი შეეშალა. იგი მაზნიაშვილს დაჰპირდა, რომ საჭირო ძალებს მიაშველებდა.

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს სამტრედიაში ყოველ საათში მოდიოდა ბათუმის ფრონტიდან მოტაცებული ქონებით დატვირთული მატარებლები, რომლებიც მთლად გადაჭედილი იყო ფრონტიდან გამოქცეული ქართველი ჯარისკაცებით. ისინი არწმუნებდნენ გენერალ მაზნიაშვილს, რომ თავიანთი ნაწილებიდან სამხედრო ქონების დასაცავად იყვნენ მივლინებული. სადგურ სამტრედიის კომენდანტი, საპიორის ოფიცერი კაპიტანი შენგელია ცდილობდა შეეჩერებინა გამოქცეული ჯარისკაცები, მაგრამ საკმარისი ძალების არ ყოლის გამო, ვერაფერს გახდა. გამოქცეული ჯარისკაცები თავიანთ სოფლებსა და სხალებში გარბოდნენ და თან მიჰქონდათ სახაზინო სამოსი, იარაღი და მოკაზმულობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს შემომვლელი რაზმის უფროსად დანიშვნის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილმა ბათუმის ოსმალებისგან დასაცავად ჩაქვის გავლით სამების ფრონტის დაკავების ბრძანება მიიღო.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კაპიტანი სერგო კარგარეთელი იყო მცოდნე არტილერისტი და მთალი I მსოფლიო ომი დასავლეთის ფრონტზე გაატარა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 30 მარტისათვის სამტრედიაში იყო ერთი პარტიზანული ფედერალისტური რაზმი არჩილ ფურცელაძის მეთაურობით. რაზმი შედგებოდა 90 შეიარაღებული კაცისა და 4 ტყვიამფრქვევისაგან. ასევე იყო ერთი ბატარეა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპიტანი სერგო კარგარეთელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 მარტს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი სამტრედიაში მიიწვიეს და დანიშნეს შემომვლელი რაზმის უფროსად, რომელსაც სადგურ ჩაქვიდან ხეობა უნდა გაევლო, ასულიყო მაღლობზე,რომელიც მიდიოდა სამების ფრონტისაკენ და ყველა საშუალებით შეეშალა ხელი ოსმალებისათვის, რათა მათ არ დაეკავებინათ სამების ფრონტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს თბილისიდან სამტრედიაში მატარებლით ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და კავკასიის არმიის მთავარსარდალი ევგენი ლებედინსკი ჩავიდნენ, შტაბის უმაღლეს მოსამსახურეთა თანხლებით. ბათუმიდან ჩამოვიდა ბათუმის ციხის კომენდანტი (გენერალური მდივანი). თათბირი ნოე ჟორდანიას რონოდაში გაიმართა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის დეკემბრისათვის ქართულ სამხედრო კორპუსთან დაარსდა ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი დავით ვაჩნაძე. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. იმავე დროს მაზნიაშვილი ირიცხებოდა მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში თბილისში კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბი დაიშალა. მე-2 დივიზიის უფროსად დანიშნული პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ტიპი: გარდაცვალება

ოსმალეთის ფრონტიდან უკან დახეული თექვსმეტი რუსული ეშელონი აზერბაიჯანში სადგურ შამქორთან გაანადგურა აფხაზავას ჯავშნიანმა მატარებელმა. შეტაკებისას დაიღუპა თავად აფხაზავა და მისი ორი უახლოესი თანაშემწე: მაყაშვილი და მაკარაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე გადაწყდა, კახეთიდან გამოეწვიათ აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს ადევნებდა თვალყურს. აფხაზავას დაავალეს, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაჰყოლოდა.

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დამლევს, მას შემდეგ, რაც გენერალმა მაზნიაშვილმა არტილერია გააგზავნა მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დასაკავებლად, იგი გაემართა სამხედრო სკოლისაკენ სადაც თავი მოუყარა ხევსურთა დანაყოფებს (ოთხასამდე კაცი) და თავისუფალ ჯარისკაცებს კაპიტან ჯაფარიძის სუდენტთა ათასეულიდან და გაგზავნა არტილერიის დასაცავად თავად კი ისევ მთავრობის თავმჯდომარესთან გაემართა საქმის ვითარების მოსახსენებლად. მოხსენების შემდეგ იგი შეუერთდა არტილერიას მახათას მტაზე. საჭირო ზომებისა და ულტიმატუმის თავის დროზე წარდგენის გამო, მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ და ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.