რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს მისწერა, რომ 1917-1918 წლიდან ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში მსახურობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს მთავარგამგე ჭუმბურიძემ და მდივანმა არჯევანიძემ სენაკის ქალაქის გამგეობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი იანვრიდან ნიკოლოზ ანჯაფარიძე სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის ახალსენაკის სასკოლო კომისიაში სახალხო კავშირის წარმომადგენლად აირჩიეს. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის სენაკის მაზრის სახალხო მასწავლებელთა დელეგატთა კრებამ სახალხო მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად აირჩია. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის სენაკის სასკოლო კომისიამ და ქალაქის გამგეობამ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად აირჩია. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: სტატუსი
1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს 1913 წლის 14 იანვრის N3 უმაღლესი ბრძანებით (მართლმ. სარწმ. უწყ.) გადაეცა ნადვორნი სოვეტნიკის ხარისხი უფროსობით 1912 წლის 1-ლი აპრილიდან. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძეს ჰყავდა მეუღლე, მარიამ სოლომონის ასულ ხაინდრავა და შვილები: ნინო, დაბადებული 1908 წლის 17 მარტს, ვალენტინა – 1909 წლის 28 მარტს, მარგარიტა – 1910 წლის 15 აგვისტოს, სამსონი – 1915 წლის 15 იანვარს, ქსენია – 1916 წლის 24 იანვარს და თინათინი – 1917 წლის 18 თებერვალს.
1919
ტიპი: ღონისძიება
უზუნ-ჰაჯის შარიათის რეგულარულმა ნაწილებმა და აჯანყებულმა ჩეჩნებმა 16 სექტემბერს ვოზდვიჟენკასთან მოიპოვეს გამარჯვება, ორ დღეში კი შალის მრავალრიცხოვან და ძლიერ გარნიზონზე მიიტანეს იერიში. ჩეჩნებმა 138 კაცი ჩაიგდეს ტყვედ, მათ შორის – აფშერონსკის პოლკის პოლკოვნიკი ივანოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ოქტომბერს შალიდან დენიკინელთა დასახმარებლად წამოსულ 400 კაზაკს ძველი ათაღის ჩრდილოეთით თავს დაესხნენ უზუნ-ჰაჯის მხედრები და გროზნოსკენ უკუაქციეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბერს თელავის გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს სთხოვა, გიორგი გიორგიძისთვის ნება დაერთოთ, დაეკავებინა აღნიშნული გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლის ადგილი 19 ოქტომბრიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 19 ოქტომბრიდან ისტორიის მასწავლებლად გიორგი გიორგიძე მიიწვია.
1919
ტიპი: ღონისძიება
უზუნ-ჰაჯის შარიათის პოლკის ნაწილებმა და ასლანბეკ შერიფოვის რაზმმა 16 სექტემბერს დაამარცხა კაზაკ-დენიკინელთა გაერთიანებული ძალები, მთიელებმა 112 დატყვევებული მოწინააღმდეგე გააგზავნეს ვედენოში – უზუნ-ჰაჯის რეზიდენციაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ოქტომბერს განათლების სამინისტროდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გიორგი გიორგიძე მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბერს გიორგი გიორგიძემ სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერა, რომ სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გიორგი გიორგიძემ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილის ნებართვით ამავე გიმნაზიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძის ნებართვით გიორგი გიორგიძე ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად დაბრუნდა თბილისში და უკან უნდა დაბრუნებულიყო არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, მაგრამ 19 ოქტომბერსაც არ გამოცხადებულა სამსახურში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გიორგი გიორგიძე დაესწრო სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომას, რომელზეც მას გაკვეთილები გაუნაწილეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრო სწერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს, რომ აცნობონ, ხსენებულ გიმნაზიაში გიორგი გიორგიძე რა რიცხვიდან და ვის მიერ დაინიშნა. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ძიძიგური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ გიორგი გიორგიძე დანიშნონ ხსენებული გიმნაზიის რუსული ენის, ლათინური ენისა და ისტორიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს გიორგი გიორგიძე, რომელიც, როგორც მისი დეპეშიდან ჩანდა, გადაიყვანეს თელავში. სამტრედიის გიმნაზია კი უმასწავლებლოდ რჩებოდა, რაც იწვევდა დიდ არევ-დარევას, რადგან გიორგიძეს ჰქონდა 24 გაკვეთილი და მისი განაწილება დანარჩენ მასწავლებელთა შორის შეუძლებელი იყო მასწავლებელთა სიმცირის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს სამტრედიის გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს, რომ აცნობონ, გადაყვანილია თუ არა გიორგი გიორგიძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიიდან და შეატყობინონ, მის მაგივრად ვინ დანიშნეს.