რეგისტრირებული ფაქტები90139
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 25 იანვარს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ნიკოლოზ ზაქარიას ძე ზირაქაშვილის კავკავის სკოლის სამეურვეო საბჭოს კომიტეტის წევრად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ნოემბერში თბილისის პირველ სამკითხველოს ნაშთის სახით — 35 მანეთი და 92 კაპიკი, მკითხველთაგან — 8 მანეთი და 80 კაპიკი, დღიური შემოსავლის სახით კი — 3 მანეთი და 40 კაპიკი ჰქონდა მიღებული.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 7 თებერვალს ბესარიონ დავითის ძე ფარცვანია, ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე და მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს სალომე ჯანდიერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას 31.36 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სამკითხველოს იმავე წლის ნოემბერში 48 მანეთი და 12 კაპიკი ჰქონდა.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის მეორე სამკითხველოს ნოემბერში ნაშთის სახით – 63.31, მკითხველთაგან – 3.25, საზოგადოების წევრებისგან კი 15 მანეთი ჰქონდა მიღებული. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალ-გასავალი 320 მანეთს შეადგენდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადაწყვეტილებით არჩილ ჯორჯაძე ვლადიკავკაზის სკოლის შესამოწმებლად წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს წიგნების საფასური 200 მანეთი გადასცეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 62 ნამდვილი წევრის საწევრო შემოსავალმა 129 მანეთი შეადგინა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს გერგეთის სკოლის მასწავლებლის ისიდორე ტატიშვილის ანაზღაურება 420 მანეთი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 14 ნოემბერს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე თბილისში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო ყრილობაზე სამტრედიის განყოფილებას წარმოადგენდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს ვასილ იოსების ძე არდიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს ანეტა ონისიმეს ასული სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს ვალერიან მიხეილის ძე ხარებავა, გრიშა თევდორეს ძე ჯაფარიძე და დიმიტრი ათანასეს ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე და სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 18 ივნისს დავით მიხეილის ძე კვანტალიანი, რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი და ისიდორე ივანეს ძე სტურუა გახდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას ჰქონდა საკანცელარიო მაღაზია, სამტრედიის, ჯიხაიშისა და საჭილაოს სამკითხველოები და ნებართვა სოფელ ეწერში ბიბლიოთეკის გახსნაზე.

