რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 30-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ისიდორე თათეიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 96 კაპიკი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ყალამშიისა და გომარეთის სკოლების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კონსტანტინე გვარამაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 3 მანეთი და 82 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 152 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნინო ყიფიანს წიგნებზე მუშაობისთვის 50 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555 მანეთი და 69 კაპიკი, სათადარიგოდ – 9605 მანეთი, წიგნებისთვის კი – 1299 მანეთი და 13 კაპიკი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის პირველ ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობა გაეცნო ილია მგალობლიშვილის განცხადებას, რომ მას სურამის ბიბლიოთეკის გამგეობა შეეძლო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, საზოგადოებას ჰქონოდა პერიოდული გამოცემა. გამგეობა დაეთანხმა. ადმინისტრაციული სექციის დადგენილებით, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანდნენ გამოცემისთვის საჭირო თანხას, საზოგადოების ბაქოსა და ქუთაისის განყოფილებებს კი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ძველი სენაკისა და ბათუმის სკოლების რევიზიის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, რომ გამგეობას გაემართა საღამო, რომლიდან შემოსული თანხაც საზოგადოების საქმეებს მოხმარდებოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამო 22 დეკემბერს დაინიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა სოფელ ჭაგნის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სომეხთა კათოლიკოს მათეოს II-ს თბილისში მიღებაზე უნდა შეხვედროდნენ ლუარსაბ ბოცვაძე და სამსონ ფირცხალავა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები.

