საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72396

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის მამულები ზეგანსა და მუკუზანში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „ჩემსა საღამოს, გლახსა საამოს“.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დიმიტრი იოსების ძე ახმადაშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ კერძო განცხადებაში ნათქვამია, რომ არწრუნის ქარვასლის წინ მდებარე თამბაქოს მაღაზიაში 3 მანეთად გაიყიდებოდა შემდეგი წიგნები: „საღმთო წერილის ძველის და ახალის აღთქმათა მოთხრობა“, „ვრცელი წმინდათა ცხოვრება“ და „ზნეობის სასწავლო იეზოპეს იგავნი ყრმათა გასაწურთნავად“.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება ტატო გაბაშვილის ოქროყანაში მდებარე საზაფხულო სახლის გაქირავების შესახებ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია თელავის მაზრიდან.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დიმიტრი დავითის ძე ჯანდიერის მამული სოფელ კოშკში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1968 წლის 16 დეკემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მომხდარი არეულობის გამო სასწავლებლიდან გაირიცხა სამი სტუდენტი: 20 წლის მოკრიცკი, 18 წლის ვაჩნაძე და 16 წლის ნელიუბინი.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 14 აგვისტოს გორის მაზრის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ელიზბარ პავლეს ძე ერისთავის მამული სოფელ კარალეთში, რომელიც მეპატრონეს სესხის, 10000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ნატვრა“.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის გუბერნიის არქეოგრაფიის კომისიის წევრი ბერძენიშვილი დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაეყიდათ ოჰანეზ ოჰანეზას ძე აღამოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი რომანის ძე ჩერქეზოვის მამული სოფელ თოხლიაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში 3800 მანეთად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დიასამიძეების ოჯახის კუთვნილი ორსართულიანი სახლი ქუთაისში, რომელიც 5440 მანეთად ჰქონდა ნაგირავები სოფიო ვასილის ასულ გურიელს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იაკობ სვიმონის ძე პავლიაშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 26 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ ქართულად თარგმნილი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის, ედუარდ ლაბულიეს ლექცია „თვითგანათლება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად ალექსანდრე ერისთავის განცხადება – ის ითხოვდა ხელშეწყობას გიორგი ერისთავის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად საჭირო მასალების შეგროვებაში.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად მიხეილ ქაიხოსროს ძე ერისთავის კერძო განცხადება თბილისსა და ქუთაისში მიწის ნაკვეთების 12 წლით გაქირავების შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით ესტატეს ძე ციციშვილის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 11 ივლისს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ იოსებ ივანეს ძე წინამძღვაროვის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 1750 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ბეჟან ბიჭიას ძე ჩხეიძე და ჯიბო ილიას ძე ამაშუკელი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელმა ამაშუკეთის სამკითხველოს 18 წიგნი გადასცა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 ივნისს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა ყალბი ასიგნაციების გამოცემის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების – გიგოლა ვართანოვის, იაგორ სარქისოვისა და ბუღდან სარქისოვის – საქმეების განხილვა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა მიკირტიჩ და სფირიდონ ასან-ჯალალოვების სარჩელის განხილვა სოფელ ხაჩინ-დაღეში მდებარე მამულის გამიჯვნასთან დაკავშირებით.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა თავად ყარამან არღუთინსკი-დოლგორუკოვის სარჩელის განხილვა, რომელიც გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა.