საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72461

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალმა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა ნორმების მარეგულირებელი რამდენიმე ბრძანება გამოსცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა გედევანიშვილმა თბილისის კომენდანტის მოვალეობა მაიორ ფურცელაძეს დააკისრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი თბილისის გარნიზონის უფროსი იყო.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ოლივერ უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ძმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სერგო ჩერეპნოვი სამსახურიდან ერთი თვით გათავისუფლდა ავადმყოფობის გამო. დაბრუნებამდე მისი მოვალეობის აღმსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე ნესტორ ჩხატარაიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სერგო ჩერეპნოვი გურიის სამომრიგებლო ოლქის ყრილობის მდივანი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ სანაპირო ჯარებს ნატანებიდან დაბრუნების შესახებ აცნობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრის ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ბრძანებით ყველა ჯარისკაცი, რომელიც დაკავებული იყო სამსახურში გენერალური შტაბის 2 ივნისის დეპეშის საფუძველზე, პირველი სექტემბრიდან თანდათანობით გათავისუფლდებოდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში რესპუბლიკის საზღვრებიდან გასასვლელი მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თბილისის მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს მიანიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე სამ ხმოსანს სოციალ-დემოკრატების სიიდან უფლებამოსილება მოეხსნათ, რადგან 6 თვის განმავლობაში საბჭოში არ გამოცხადებულან. მათი ადგილი დაიკავეს კავკასიძემ, მამედოვმა და ვადაჭკორიამ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მექი კედიამ დაიჭირა პანაიტ აკრიტოსი, რომელიც ბერძენ მოსახლეობაში საქართველოს რესპუბლიკის წყობილების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგანგებო რაზმმა სტამბა „ეკონომიაში“ აღმოაჩინა ბოლშევიკური ბროშურები, პროკლამაციები და მოწოდებები ქართულ და რუსულ ენებზე. ბროშურების რაოდენობა დაახლოებით 5 ფუთი იყო. ბროშურებს კონფისკაცია გაუკეთეს, ხოლო ავაკ აკოპოვი დააპატიმრეს.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს ავაკ აკოპოვს ეკუთვნოდა სტამბა „ეკონომია“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგმა, სიმონ ლუკას ძე ავალიანმა კავკასიურ-ევროპული ბანკის (ყოფილი „ფრიდონოვისა და ამხანაგობის“) წესდება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 აგვისტოს, 12 საათზე, სწრაფი მატარებლით თბილისიდან ერევანში გაემგზავრნენ ამერიკის მისიის წევრები პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეთაურობით. სადგურ კობამდე ისინი გზათა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ა. ჭიჭინაძემ და მოძრაობის უფროსმა გ. ა. აბელოვმა გააცილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძემ არაბული ენის ლექციების კითხვა განაახლა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 აგვისტოს, 10 საათზე, პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევგენი გეგეჭკორს. ვიზიტის შემდეგ სტუმარმა სასახლე დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, ყალბი ცნობების გავრცელების გამო გაზეთ „კავკაზსკოე სლოვოს“ გამოცემა შეჩერდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო გვარდიის ყარაულებმა მოკლეს გრ. ჩხეიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე შრომის მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მოხსენება წაიკითხა მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ა. ჭიჭინაძემ მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „გრუზიაში“ სისტემატურად დაბეჭდილი შუღლის გამაღვივებელი სტატიების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ გაზეთის და სტამბის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ სასტუმრო „ნოეში“ დააპატიმრა ცნობილი ქურდი ვლადიმერ გონჩაროვი. ის მოათავსეს თბილისის ციხეში.

1919

ტიპი: სახელი

ქურდ ვლადიმერ გონჩაროვის ზედმეტსახელი იყო „ვალოდკა ციგანი“.