რეგისტრირებული ფაქტები72469
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 17 ივნისს გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა და ყაჩაღური თავდასხმები თბილისში. ნაციონალ-დემოკრატების პარტია სენაკში პოლიტ ბანდასთან შეერთებას აპირებდა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 17 აგვისტოს დაკავებულ გიორგი სოლომონის ძე მხეიძეს ჰყავდა: დედა, ბაბილინა – 48 წლის, დიასახლისი; ძმები: უფროსი – 25 წლის, სტუდენტი; ანდრია – 18 წლის, უმუშევარი; და - ანიჩკა, 17 წლის, მცხოვრებნი სენაკში.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დაიბადა 1898 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკი, ბელინსკის N59.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წლის თებერვალში ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყეს.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს დაკავებული ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილი იყო ადიუტანტი არჩილ ზახარეს ძე ტომარაძის დივიზიაში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილს ბრალად ედებოდა შეირაღებული თავდასხმა მენშევიკებთან ერთად. მას მიესაჯა დახვრეტა.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წლის ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილის საქმის მიხედვით, რევაზ ბახუტაშვილს ჰქონდა სახლი თბილისში ოქროყანის ქუჩაზე, მე-6 ოთახი.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილი დაიბადა 1894 წელს თელავის მაზრის სოფელ კისისხევში.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაპატიმრებულ ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილს ჰყავდა მშობლები: მამა – ალექსანდრე სინჯიკაშვილი, 59 წლის, მცხოვრები თბილისში, ნიკოლაევსკის ქუჩა N18-ში. დედა – ელიზავეტა სინჯიკაშვილი, 40 წლის, დიასახლისი; და – ანა, 24 წლის, მოსწავლე; ძმები: დიმიტრი – 17 წლის, მოსწავლე; ნიკოლოზი – 18 წლის, მოსწავლე.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 9 აპირლს დაკავებული ივანე სინჯიკაშვილის მეგობარი პატიმრების – დიმიტრი გიგინაშვილისა და კეო დგებუაძისგან ძიებამ მოიპოვა ჩვენება, რომლის მიხედვითაც სინჯიკაშვილი თსუ-ის სტუდენტური კომიტეტის მდივანი და ორი ათეულის მეთაური იყო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდისუბნის N 3-ში, დანელიას ბინაში, საქართველოს ჩეკას ორდერით დააპატიმრეს ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი. ის არ დაუკითხავთ, ჩხრეკისას ჩამოართვეს ყალბი სტუდენტური მოწმობა და ორი ფურცელი დაშიფრული წერილი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში.
1924
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ივანეს ძე ქურხული იყო ქალაქის სამმართველოს მილიციის კანცელარიის საქმეთა მმართველი.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაკავებულ გიორგი ივანეს ძე ქურხულს ჰყავდა მეუღლე, თამარა ქურხული და ერთი შვილი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააპატიმრეს თბილისის პოლიციაში ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ჩეკას წევრის, მენშევიკ დავით ეფრემის ძე ონიაშვილს შეფარებისთვის.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააკავეს თბილისში, სასახლის ქუჩა N6, ბინა 11.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს, მეფის დროს, არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ალიხანოვის მკვლელობის გამო გაგზავნილი იყო კავკასიიდან.