საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72423

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის მილიციის უფროსმა, ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გასცა ბრძანება, რომ მილიციელებს გამოძიების დროს მოქალაქეებზე ძალადობა არ ეხმარათ და ხალხს ზრდილობიანად მოპყრობოდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ ივნისს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და დამსწრეებს დენიკინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გაიმარჯვებდა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰყავდა მეუღლე ნინა მიხეილის ასული, დიასახლისი, მცხოვრები ახალციხეში, 43 წლის, ანკეტაში სხვაგან მითითებულია 33 წელი.

1923

ტიპი: მფლობელობა

1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰქონდა სახლები ბათუმსა და ოზურგეთში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 25 იანვარს ახალციხის პოლიტბიურომ გიორგი ოთხმეზური დააპატიმრა. 24-25 იანვრის ღამეს მოროზოვის ბრძანებით ოთხმეზურის გარდა 18 ადამიანი დაიჭირეს და კიდევ 8 პირის დაჭერას გეგმავდნენ.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურმა თბილისში დაამთავრა იუნკრების სასწავლებლის 6 კლასი.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი დავითის ძე ოთხმეზური დაიბადა 1879 წლის ოქტომბერში ქუთაისის გუბერნიაში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 2 ივნისს დაკავებულ აკაკი ადამიას ჰყავდა: მამა, ევგენი – 58 წლის, მეპურე; დედა – 55 წლის, დიასახლისი; და, მარია – 27 წლის; ძმები: უფროსი – 35 წლის, ვაჭარი; გრიგოლი – 23 წლის, სტუდენტი; შალვა – 18 წლის, სტუდენტი; ვალერი – 16 წლის, სტუდენტი; მცხოვრებნი ახალსენაკის რაიონის სოფელ ეკში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

აკაევსკიმ სოხუმის ПРЕДАВЧЕКА-ს ფოსტა-ტელეგრაფით სრულიად საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ სოხუმში საქმიანობდნენ აქტიური ნაციონალ-დემოკრატები, „ყოფილი КАПТЕНРУС თბილისის თავისუფალი სკოლის კურსანტები, ადამია აკაკი 23 წლის: მაღალი ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, ნორმალური აღნაგობის, წვერგაპარსული, ინგლისურ ყაიდაზე დაყენებული ულვაშით, პირმრგვალი, ჩაჩვრეტილი ლოყებით, შავგვრემანი”. აკაევსკი ითხოვდა, სასწრაფოდ დააკავეთ და გამოაგზავნეთ ЧКГ განკარგულებაშიო. ,,შესაძლოა, მასთან ერთად იყოს 25 წლის გაბუნია გიორგი დავითის ძე, დაბალი, წვრილი პატარა ნიკაპით და სახით. მსხვილი ცხვირით, შავთვალა, შავგვრემანი, შავი, ინგლისურ ყაიდაზე დაყენებული ულვაშით, წვერგაპარსული”. ბრძანება გაცემულია 1924 წლის 26 მაისს, თბილისში N49091 c Зам . предчека соч БЕРИА, СОЧ СЕКО МОРОЗОВ.“

1916

ტიპი: განათლება

1916 წლამდე აკაკი ადამია ქუთაისის გუბერნიის ახალი სენაკის რაიონში სწავლობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს აკაკი ევგენის ძე ადამია. მას ბრალად ედებოდა მიკუთნებულობა ნაციონალ-დემოკრატების პარტიისადმი.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი ევგენის ძე ადამია დაიბადა 1899 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ეკში.

1933

ტიპი: თანამდებობა

საქ. კ. პ (ბ) ტყიბულის რაიკომმა დამზადების კამპანიასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო სხდომაზე დავალებისადმი აშკარა ოპორტუნისტული დამოკიდებულებისა და პარტიის დირექტივების უგულებელყოფისათვის სოფ.გურნის და ორპირის პარტუჯრედების მდივნებს და საწირეს სოფლის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ბუგაშვილის საქმე პარტიაში დატოვების შესახებ გადასცა საკონტროლო კომისიას, ამავე კომისიას გადაეცა პარტიის წევრი კომახიძის საქმე ,სოფელში ჩაუსვლელობის შესახებ . განცხადების ავტორი იყო ტყიბულის რაიკომის მდივანი კოჭლამაზაშვილი.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს საქართველოს კპ (ბ) ტყიბულის რაიკომმა საგანგებო სხდომაზე პარტიული დავალებისადმი აშკარა ოპორტუნისტული დამოკიდებულებისა და პარტიის დირექტივების უგულებელყოფისათვის პარტიიდან გარიცხა, სამართალში მისცა და სამუშაოდან მოხსნა ხრესილის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე გოჩელაშვილი და პარტუჯრედის მდივანი კასრაშვილი. განცხადება გამოსცა ტყიბულის რაიკომის მდივანმა, კოჭლამაზაშვილმა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წლის 23 დეკემბერს გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის სოფელ კაჭრეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დარჩიაშვილის საქმე პარტიულ პასუხისგებაში მისაცემად საკონტროლო კომისიას გადასცემოდა. ამავე კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი გოგოლაშვილი კი უჯრედის მდივნობიდან მოხსნეს და პარტიის რიგებიდან გარიცხეს.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯიმეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ზირაქაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიის რიგებიდან, ამავე კომუჯრედის მდივანი ზაკალაშვილი კი - უჯრედის მდივნობიდან და მისი საქმე გადასცეს პარტიულ პასუხისგებაში.

1933

ტიპი: ავტორობა

საქართველოს კ.პ.(ბ)ც.კ. 1933 წლის 12 თებერვლის და განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის 1933 წლს 17 იანვრის დადგენილების საფუძველზე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სტაბილური სასწავლო წიგნების შექმნის თაობაზე, რომელსაც ხელს განათლების სახალხო კომისარი ერმილე ალექსის ძე ბედია აწერდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს საქართველოს ალკკ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ბუჯიაშვილი, სილაძე, მ. გობეჩია, გ. ჯავახაძე, ს. ჭანკვეტაძე, ტ. ნესტოროვი, მ. აზარაშვილი, ს. არუთინოვი, მ. გელაძე, ვ. ჟღენტი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს საქ.ალკკ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ბუჯიაშვილი, სილაძე, მ. გობეჩია, გ. ჯავახაძე, ს. ჭანკვეტაძე, ტ. ნესტოროვი, მ. აზარაშვილი, ს. არუთინოვი, მ. გელაძე, ვ. ჟღენტი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილმა დაამთავრა საშუალო სკოლის 6 კლასი.

1893

ტიპი: სტატუსი

1893 წლის 31 დეკემბერს დაიბადა კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი. იგი წარმოშობით თავადი იყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილს მარცხენა ლოყაზე ჰქონდა ჭრილობა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 30 მაისს, ამავე წლის 23 მარტის დადგენილების თანახმად, კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი ახალ სენაკში თოდუამ დაკითხა. მას ბრალად წაუყენეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იატაკქვეშა არალეგალური საქმიანობა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი იყო უპარტიო. 1917 წელს თანაუგრძნობდა სოციალ-დემოკრატებს.