რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ფოთის ჯგუფსა და „მაფალუუს“ შორის არსებობდა ურთიერთობა, რომელიც იმაში გამოიხატებოდ, რომ „მაფალუუს“ წარმომადგენელი მიხეილ კანკავაფოთის ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და საერთო წესდების შემუშავებაში მონაწილეობდა.
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ კანკავამ ,,მაფალუუს'' პოლიტიკური ხასიათი უარყო და განაცხადა, რომ ჯგუფის სახელი იყო - სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფი ,,მაფალუუ''.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილი წერდა, როგორ მოიმატებდა ღვინის ფასი და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, თუკი მეღვინე-მევენახეები მისი დაყენების ტექნოლოგიას შეცვლიდნენ. მისი აზრით, მარტო მევენახეები ამას ვერ შეძლებდნენ და ეს საქმე კოოპერატივებსა და ღვინით მოვაჭრე სააქციო საზოგადოებებს უნდა გაეკეთებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში „მაფალუუს“ თავმჯდომარის ამხანაგმა, მიხეილ კანკავამ სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას დასაფლავებაზე „მაფალუუს“ სახელით სამეგრელოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ პოლიტიკური შინაარსის სიტყვა მეგრულად წარმოთქვა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 ოქტომბერს ონში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერ დავითის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 აპრილს ახალ სენაკში სტუდენტმა მიხეილ კანკავამ და მისმა ძმამ, ალექსანდრემ დააარსეს ჯგუფი „მაფალუუ“, რომლის მიზანი იყო სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ენის შესწავლა. ჯგუფი უმეტესად ახალგაზრდებისგან შედგებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში ქ. ფოთში დაარსდა პატარა ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტეფანე გაგუა, როგორც ერთ-ერთი თაოსანი. ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიის, ზნე-ჩვეულებებისა და ენის შესწავლას, პერიოდულ და სხვა გამოცემათა ბეჭდვას მეგრულ ენაზე და საზოგადოდ საგანმანათლებლო საქმის მოწყობას საქართველოს ამ კუთხეში.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე გიორგი(გიგო) დუშურაშვილი კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის (N141) გაზეთ „ერთობაში“ შალვა ჩოჩიამ გამოაქვეყნა წერილი „სამეგრელოს ავტონომისტები!“, რომელშიც პედაგოგ სტეფანე გაგუას ბრალდებები წაუყენა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქ ხაშურში დაღუპული ლიუდმილა (ლუდა) მანჯავიძე სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გადაასვენეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ნოემბერს ქალთა მე-6-ე გიმნაზიის დარბაზში ამავე გიმნაზიის დირექტორ გრიგოლ ლორთქიფანიძის თაოსნობით შესდგა ავლაბრის, ნავთლუხისა და ხარფუხის რაიონებში მცხოვრებ „ქართველთა კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოების“ დამფუძნებელი კრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა წერილი ხონის რაიონის გამომძიებლის, გერასიმე ხაჟომიას პროფესიული არაკეთილსინდისიერების შესახებ. საქმით დაინტერესებულმა პირებმა საჩივარიც გაუგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრ ვლასა მგელაძეს, მაგრამ ხაჟომია ისევ თანამდებობაზე დარჩა. ისინი იუსტიციის მინისტრს საკითხის გამოკვლევას სთხოვდნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 6 ოქტომბერს პარტიზანულმა პოლკმა ზუგდიდის ტაძარში კაპიტან არჩილ საყვარელიძის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მთელი პარტიზანული პოლკი, ზუგდიდის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტის წევრები, ადგილობრივი მებრძოლი რაზმი და ზუგდიდის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 სექტემბერს საგანგებო კომისია სასამართლოს წევრ კობიაშვილის ხელმძღვანელობით ბორჩალოს მაზრაში გაემგზავრა იქაურ დაწესებულებათა სარევიზოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა “ იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო და ფინანსთა კომისარი ჰუსეინოვი და საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ალშიბაია მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას ესაუბრნენ სატრანზიტო-სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უნდა დაიდოს. 25 სექტემბერს ისინი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ბაქოში გაემგზავრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 დეკემბერს მიხეილ კავსაძის მომღერალთა გუნდმა გამართა ლექცია-კონცერტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს ელისაბედის ქუჩაზე ეფარიანცისა და ასლანოვის სახლში შევიდა რამდენიმე შეიარღებული პიროვნება და გამოიტანეს 3000 მანეთის ძვირფასი ნივთები და ფული.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბერს თავის ბინაში თავი მოიკლა უმცროსმა მილიციონერმა პროკოფო სალარიძემ.