რეგისტრირებული ფაქტები87012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გოგოთურ ჭინჭარაულის თხოვნა, მის ობოლ ძმისშვილ გრიგოლს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე დგებუაძეს, პავლე დადვაძეს, ვარლამ იმნაძეს, მიხეილ მირზაშვილს, ვასილ რცხილაძეს, გერონტი ქიქოძეს, ლაზარე შურღაიას, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელ. ჯიჯავაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან 25-25 მანეთი გაეგზავნათ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში ელენე ანტონოვსკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერისთვის დამატებით მიეცათ 10 მანეთი, გარდა იმ 15 მანეთისა, რომელიც უკვე მიეღო საზოგადოების სალაროდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან 10 მანეთი შიო ქუჩუკაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ და დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, დაენიშნათ ხელფასი – თვიურად 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის დაენიშნა ხელფასი – თვეში 10 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სალხინოს სკოლის ზედამხედველის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის საზოგადო კრების დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის აპრილში შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა მომდევნო თვეების სტიპენდიებიდან უნდა გამოკლდებოდა. გამგეობა დათანხმდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 25-დან 30 აპრილამდე საზოგადოებაში შევიდა 401. 50 მანეთი და დაიხარჯა – 930. 95.

