საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მარიამ გიორგის ასული ლევიცკისა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 31 აგვისტოს სოფ. სამებაში (ქობულეთის რაიონი) სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ფაჩულიამ აჭარელი ბანდის მეთაური კინკინ ზადე და მისი ამხანაგები — ნური გოგიტიძე და იზმაილ გოგიტიძე დაიჭირა. დატუსაღებულები თბილისში გააგზავნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მინა გრიგოლის ასული მირზოევისა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობა" ოზურგეთის რაიონული კოლექტივის ს.ს.დ.მ.პ. კოლექტივის მოწინავე მუშაკის სამსონ საყვარელის ძე მენაბდის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ წერდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს ბათუმიდან კ. დ. მაჭავარიანმა ბახვში გიგო შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და სლავინსკის მიერ ბახვის სასწავლებლის მდგომარეობით დაინტერესების შესახებ შეატყობინა.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმში კ. დ. მაჭავარიანის შემდეგ სკოლის გამგედ გასპარიანცი დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაიბეჭდა მიხ. შალამბერიძეს სტატია ღვინის დუღილისა და ტკბილის შემადგენლობის შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა ბათუმიდან ბახვში გაგზავნილი წერილით გიგო შარაშიძეს ალექსანდრე მგელაძის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავრიანმა ბათუმიდან ბახვში წერილი გაუგზავნა გიგო შარაშიძეს, შეატყობინა, რომ ნიკო ჯაყელის მეუღლე ავად იყო და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაიბეჭდა გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილის მოხსენება მევენახეობის დარგის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აპრილს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და გ. ა. წინამძღვრიშვილი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს შეხვდნენ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გასარკვევად. თათბირს დაესწრო კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილიც. მინისტრმა ყველა საკითხზე აღუთქვათ დახმარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბერს საგანგებო რაზმის უფროსის თანაშემწემ არ. ნ. მილოვის ბინა გაჩხრიკა და ოთხი თოფი აღმოაჩინა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისთვის ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფიული ცნობები გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ამერიკულ კომიტეტთან საქმე მალე დასრულდებოდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სხირტლაძე და ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში დაბრუნდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკაში მოქმედი სომხეთის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიოდა ზოგიერთი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ვაშინგტონის მთავრობას სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ ცნობას სთხოვდა. სენატორმა ვილეასმა კი სენატში მეორე წინადადება შეიტანა: სომხეთში გაგზავნილიყო ამერიკის შეიარაღებული ძალები.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბერს მეცისა და სტრასბურგის აღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გამოაქვეყნებისათვის საგანგებო რაზმმა საღამოს დეპეშების „ვეჩერნი კურიერის“ რედაქტორი დაშოიანი დააპატიმრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოღოს ნუბარმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს მისწერა, რომ მისი დეპეშიდან გაიგო ზანგეზურში მომხდარი გამარჯვებისა და თბილისში შეთანხმების ამბავი, რის გამოც ნუბარ-ფაშა გამოთქვამდა სიხარულს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მაქს ბადენელი ბერლინში რეიხის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ველისციხის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იმ ღვაწლსა და ქველმოქმედებაზე წერდა, რომელსაც მისი ამხანაგობა ეწეოდა. 1919 წლის 28 მარტს შემდგარა კრება, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიშები, გაანაწილეს მოგება, მაგრამ ამის შემდეგ გამგეობის არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე თანამდებობის პირი შეიცვალა. სტატიის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ ამხანაგობა გეზს არ შეიცვლიდა და ისევ ისე გააგრძელებდა მუშაობას.