საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85213

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნინო სოლომონის ასული ციციშვილი პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

მარიამ ლევანის ასულმა ციციშვილმა დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ილია ტოროშელიძის, ვლადიმერ ყანჩელის,სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძის, რაისა ჩიხლაძის, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილის, მარიამ ლევანის ასულ ციციშვილისა და ვალერიან ანტონის ძე ძნელაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ხუციშვილმა ელექტროტექნიკურ სასწავლებელში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტი. მან უნივერსიტეტში სწავლის ფული ვერ შეიტანა და გამორიცხეს.

1915

ტიპი: განათლება

არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილმა დაამთავრა გორის ვაჟთა გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კირილე წიქვაძის, გიორგი ხუციშვილის, დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევის, არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილის, მამანტი არსენის ძე ხახუნაიშვილის, მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანისა და ლუარსაბ ჯაშის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე გერასიმეს ძე ჟოჟიკაიშვილმა ბათუმის გიმნაზია დაამთავრა და უმაღლესი კომერციული განათლების მისაღებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დავით სამსონის ძე კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი (საბაევი), გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი მოსკოვში იყო ალექსანდრე დიმიტრის ძე კვალიაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს სთხოვა, მიეცათ კუთვნილი 440 მანეთი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო და შესაძლებელი იყო საზოგადოებას თავისი სკოლები და ბიბლიოთეკები გაეხსნა, მაგრამ უსახსრობის გამო საზოგადოებამ ისინი ვერ გახსნა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1906 წელს გამართულ 23 სხდომას დაესწრნენ გამგეობის წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 14-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი –7-ჯერ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 4-ჯერ.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.