საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის 1-ლი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. ივნისში სამკითხველოს 25.10 მანეთი ჰქონდა დახარჯული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის შემოწმება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლების შემოწმების საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ სულხანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 1.72 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ბადრიძეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს აპრილის, მაისისა და ივნისის ჯამაგირი – 27.51 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 32.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პართენ გოთუას 70 კაპიკი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს ივლისის ჯამაგირი 75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმებაში 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი დავითის ძე აგლაძეს იანვრის ხელფასი – 40 მანეთი გადაუხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილს, გერონტი ქიქოძესა და მიხეილ მირზაშვილს 50-50 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ი. ბუტიკაშვილს 70 კაპიკი გადაუხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის ნაცვლად თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგად – იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და გამგეობის მდივნად – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 798. 75 მანეთი გადაუხადეს, „დედა ენის“ პირველ ნაწილში კი – 203. 33.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი მაღაზიის დაკეტვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი აზრით, სჯობდა მაღაზიის გამგისთვის შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილისთვის მაღაზიის საწყობი ჩამოერთმიათ და სხვისთვის გადაეცათ, მაღაზიაში კი – წიგნები დაეთვალათ და სია გამგისთვის ჩაებარებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ გამოთქვა მოსაზრება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაეკეტათ, წიგნის ვაჭრობასთან დაკავშირებული თანამშრომლები დაეთხოვათ და ახალი წესდება შეემუშავებინათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვ. ნაცრაძეს რვეულების ასაკინძში 50 მანეთი გადაუხადეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 7419 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 6152. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2880 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1440. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 124 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 375. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 5525 მკითხველი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1659. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 3488 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2160. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხონის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 4000 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2060. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.