საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81097

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივლისში მიწათმოქმედების სამინისტრომ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან მდ. ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ. მას მიზნად აქვს ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებში, სადაც სჭირდებათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნდა ყარაიაზის მამულის გამგე კიკნაძის განცხადება, რომ ფაეტონში დარჩა პორტფელი საბუთებით და მპოვნელს სთხოვს, გადასცეს სახელმწიფო მამულების განყოფილების გამგე მიხაილ ახალაძეს. ის მპოვნელს ჯილდოდ 1000 მანეთს ჰპირდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში „მშრომელთა სოციალური დახმარების შესახებ“ გამგეობის პრეზიდიუმი მოქალაქეებს სთხოვს, შეწირულობა არ გადასცენ ისეთ პირებს, რომელთაც არ ექნებათ გამგეობისგან ხელმოსაწერი ფურცელი საზოგადოების ბეჭდით, თავმჯდომარის, ათაბეგოვ-ტუმასისა და მდივნის, დრაევსკაიას ხელმოწერით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ივლისს, დილის 10 სთ-ზე ბათუმში კონსტანტინეპოლიდან ინგლისის ესკადის ადმირალი ხოპი ჩამოვიდა. ინგლისის საზღვაო სარდლობის წარმომადგენელს მიეგება საპატიო ყარაული პოლკ. გეგელაშვილის, განსაკუთრებული კომისრის თანაშემწის გენ. ერისთავის და ინგლისში დანიშნული საქართველოს წარმომადგენლის, დ. ღამბაშიძის მეთაურობით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა ზომები უნდა მივიღოთ პროსტიტუციასთან საბრძოლველად), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N16) დაიბეჭდა ექიმი პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა) პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზებისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იგორ ტერენტიევის ლექსი „დიდებულია“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „გადარეცხილ კუბოებზე“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „საქართველო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფირონი და კორდელია“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა ექიმი პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა), რომელშიც ავტორი განიხილავს პროსტიტუციის გამომწვევ მიზეზებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველი სამსახურის ჩათვლით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ივლისს მუშათა სასახლეში გაიმართა პარიკმახერთა 1-ლი ივლისის კრების გაგრძელება. აირჩიეს გამგეობა შვიდი წევრის შემადგენლობით: ფიცხელაური, ბუჯიაშვილი, ბერუაშვილი, ჩიტიშვილი, ვახტანგიშვილი, ასტვაცატუროვი, ფირუმიანცი. სარევიზო კომისიაში – ლევ. ქანთარია, ლორია, მანევიჩი; კავშირთა საბჭოში – ქანთარია; 8 ივლისს გაიმართა გამგეობის პირველი სხდომა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) დაიბეჭდა ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა) პროსტიტუციის წარმოშობისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე გადაწყდა წიგნის გამოსვლა, რომელშიც შევიდოდა შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიეს, ხოსე მარია ერედიას, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, ჟიულ ლაფორგის, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ლოტრეამონის, პოლ კლოდელის, ფრანსის ჟამესის ნაწარმოებები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N9 ბრძანების მიხედვით, 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კონსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა წერილი „ექსპრესიონიზმი და იპრესიონიზმი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ჟურნალ „ცისარტყელაში“ იბეჭდებოდა აკაკი პაპავას, ნ. გერგესელის და სილიბისტრო თავართქილაძის წერილები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თედ. ხუხუნაიშვილის წერილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე რაიონის კოლექტივის წევრთა კრების შესახებ. კრებამ კოლექტივის მდივნის თანამდებობაზე ერთი თვის სტაჟით მიიწვია ვენ. ჯორბენაძე და დააკმაყოფილა სურმავას განცხადება პარტიის წევრად მიღების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.

1911

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბრიდან თბილისში რუსულ ენაზე ყოველკვირეული სალიტერატურო გაზეთი „ფიგარო“ გამოდიოდა, გაზეთის რედაქტორი ნიკოლოზ მიწიშვილი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გიმნაზიაში თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველმა მსახიობებმა წარმოადგინეს გუცკოვის ტრაგედია „ურიელ აკოსტა“. აკოსტა ითამაშა ალ. იმედაშვილმა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 24 აპრილს სახადით გარდაიცვალა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ახალციხის მაზრის მიწის მუშათა საბჭოს წევრი ყადირ-გული ოღლი გვარამაძე.