საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92922

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, იოსებ ბეჟანის ძე გორგოშიძე, ყარამან და ფარნაოზ მიხეილის ძე გორდელაძეები, ერასტი დავითის ძე გორდელაძე, ანეტა ასალოს ასული გორდელაძე და ვარლამ დიმიტრის ძე გორდელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი იესეს ძე ლომჯარია, ნანო იულოს ასული მჟავანაძე, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი, გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი და ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივლისის თემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების დახურვის შემდეგ, რომლის წევრები იყვნენ ერასტი გორდელაძე და ნესტორ კონტრიძე, თემს სამკითხველოს ხარჯები თვითონ უნდა ეკისრა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 692 მანეთსა და 18 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 670 მანეთსა და 54 კაპიკს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 2536 მანეთსა და 06 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1807 მანეთსა და 23 კაპიკს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილება. 1916 წელს მისი თავმჯდომარე იყო დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილი – ხაზინადარი, კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე – გამგეობის წევრი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს საგურამოს მამულის გამგებლობა ჩააბარეს. მამული სამეურნეო საზოგადოების გამგეობას იჯარით ჰქონდა აღებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს, დეკანოზ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილის თავმჯდომარეობის დროს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების შემოსავალი 677.27 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 101.90 მანეთი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების წესდება შეადგინა და დასამტკიცებლად გამგეობას გადასცა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წელს გარდაიცვალა სოლომონ იოსების ძე მრევლიშვილი, რომლის ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა უკრაინული საზოგადოების, „ჩას“ თხოვნა ქართული პოეზიის თარგმნაში დახმარების შესახებ და ეს საქმე მდივან სამსონ ფირცხალავას დაავალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ვაჟა-ფშაველამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების თხოვნით მიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან იასე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 54 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მიერ გამართულ ალილოზე 114 მანეთი და 45 კაპიკი შეგროვდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 6 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ  (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) წარმოდგენა გამართა. შემოსავალმა 40 მანეთი და 96 კაპიკი შეადგინა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს იაკობ და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების თხოვნას სამკითხველოს გახსნის თაობაზე ქუთაისის გუბერნატორმა უარით უპასუხა. თხოვნის წერილს ხელს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე აწერდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებას 42 წევრი ჰყავდა. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 128 მანეთსა და 46 კაპიკს, გასავალი – 142 მანეთსა და 57 კაპიკს. (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე)

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის ანგარიშის მიხედვით ეპისკოპოს ალექსანდრეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის 300 მანეთი ჰქონდა ერთბაშად გადახდილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების სხდომაზე (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მკითხველთა წრისა და მომღერალთა გუნდის დაარსება გადაწყდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ზანდუკელის თხოვნა ასი თუმნის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 იანვარს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, მიტროფანე გიორგის ძე კონტრიძე და დიმიტრი მაქსიმეს ძე შარაშენიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, რომელიც წლიურად 10 მანეთს იხდიდა.