საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81128

1922

ტიპი: ავტორობა

პეტრე ბობორიკინი იყო ავტორი წიგნისა „რომანის ისტორია ევროპაში“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N86 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები ჩაუთვალეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 ივლისს ბათუმის შემოერთების აღსანიშნავად თიანეთში გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც გახსნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაპავამ. სიტყვები წარმოთქვეს: თიანეთის სამაზრო ერობის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ შარაშიძემ, სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვ. ჯიბლაძემ, სახალხო გვარდიის წარმომადგენელმა კ. ბრეგვაძემ, ამხ. ჩაჩიბაიამ და ნ. სოზორმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ვასო აბაშიძის იუბილეს აღსანიშნავად რუსთაველის თეატრის დარბაზში გაიმართა ბანკეტი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N86 ბრძანების მიხედვით, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის ლათინური ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

ვასო აბაშიძის იუბილეზე ბანკეტის თავმჯდომარე იყო შალვა დადიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ივლისს ახალსენაკში შეხვდნენ ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელებს. მათ მიმართა შტაბის თავმჯდომარე ევტროფი გოგავამ, ერობის სახელით – პ. ქავთარაძემ და ქალაქის თვითმართველობის სახელით – გ. ჯაკობიამ. შემდეგ მოინახულეს აზერბაიჯანის ფრონტზე დაცემული პლ. ხუბუტიას, ქოჩო გუგუშვილისა და ვალიკო გოგოლაშვილის საფლავები. სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა გვარდიელმა აკაკი კალანდარიშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 იანვარს სომხეთის საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში ლეომ (არაქელ ბაბახანიანმა) სიტყვით მიმართა ქართველ პოეტებს. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდის ცხენოსანი პოლკის გვარდიელის კოსტა კობიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. იგი ოსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა ცხინვალის ხეობაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 14 იანვარს სომხეთის საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში პ. ამბაცურიანმა წაიკითხა მოხსენება „სიმბოლიზმი ქართულ და სომხურ მწერლობაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გორის ფონდს ორი ათასი მან. შესწირა ექიმმა ბეგთაბეგიშვილმა, 15 213 მან.– სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ. ეს თანხები მიიღო ივანე გომართელმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია „პეიზაჟი უკუღმა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ გ. არდაშელი-იშხნელის სახელობის კავშირის წევრთა ობლად დარჩენილი შვილების აღსაზრდელ ფონდს ნ. ჩხეიძემ ათასი მანეთი შესწირა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ქიმერიონი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ივლისს შრომის ბირჟის სახალხო კინოთეატრში ჯარისკაცებისთვის გაიმართა ფილმის „შეერთება ბათუმის საქართველოსთან“ დემონსტრაცია. ფილმის დაწყებამდე პოლკოვნიკმა ქარცივაძემ წარმოთქვა სიტყვა ბათუმის საქართველოსთან შეერთების მნიშვნელობაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ივლისს ღამით ბროსეს ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა მოკლეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჰასან-ბეგ აგაევი. საქმის გამოძიება მიენდო საგანგებო საქმეთა გამომძიებელ დილევსკის.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის და სოც.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი და რესპუბლიკის სანაპირო რაზმის უფროსი, გენ. ახმეტელი. მათ დარიალის საზღვარი, იქ მდგომი ნაწილები და სხვ. დაათვალიერეს, გაეცნენ ჯარისკაცთა ყოფას. შემდეგ თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გზების უფროსი კანდელაკი მთავარი სახელოსნოების უფროსის, სარაჯიევის თანხლებით ფოილოში გაემგზავრა ხიდის შესაკეთებელი სამუშაოების დასათვალიერებლად.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა კავშირის წევრობიდან გარიცხა ქუთაისის ხაზინის რეგისტრატორი იოსებ გიორგის ძე ვაშაკიძე, რომელსაც ბრალდებოდა ყალბი საბუთებით ახალგაზრდების სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება. ის ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 ივლისს სომხების ეროვნული საბჭოს თავმჯდ. ერზინკიანმა ინახულა შინაგან საქმეთა მინისტრი და ლტოლვილი სომხების სომხეთში სამხედრო გზით გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დააკმაყოფილეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N 115 ბრძანებით მარგალიტა ვასილის ასული პოზოევისა თელავის სომხური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 115 ბრძანებით ელიაზარ ხუციშვილი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებალად დაინიშნა.