რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასე რაჭველის თხოვნა გელათის გრანიტის ქვის კარზე მომუშავეებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 26 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2279. 41 მანეთი და დაიხარჯა – 1909. 84.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს გამგის ჯამაგირისთვის გაცემული ჰქონდა 20. 00 მანეთი, მსახურის ჯამაგირისთვის – 2. 00, წიგნებისთვის — 1.21, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.34 მანეთი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 13-დან 30 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 383. 75 მანეთი და დაიხარჯა – 362. 14.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყვარლის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის თხოვნა ოზურგეთის ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის პირველიდან 25 ივლისამდე საზოგადოებაში შევიდა 1452. 92 მანეთი და დაიხარჯა – 511. 80.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 13. 60 მანეთი გადაუხადა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მაისში დიმიტრი ჩიჯავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ავლაბარში ბიბლიოთეკის გასახსნელად ნებართვის აღება სთხოვა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ვლადიკავკაზის სკოლის საზოგადოების წლიური კრების ოქმების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ედილაშვილს ჯილდოდ 32 მანეთი გადასცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუისის სამკითხველოს გამგის თხოვნა პატარა სახალხო ბროშურებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სამკითხველოს გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რეხის ყოფილი მასწავლებლის, ესტატე ლომიძის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 20 და 21 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაათვალიერა თონეთის სკოლა.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის გამგეობამ 5 ივლისის (№176) მიმართვაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აუწყა, რადგან ქალაქის გამგეობა საბჭოს ნებართვის გარეშე ვერ განკარგავდა თანხას, ამიტომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფულის გამოყოფის საკითხს პირველივე სხდომაზე, 1-ლ სექტემბერს, საბჭოს მოახსენებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გამგეობის წევრმა იაკობ ფანცხავამ და მდივანმა.

