საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80992

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 2 დეკემბერს ქსენია ბეჟანიშვილი ქუთაისის დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. მას სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ყველა ნამსახური წელი, გარდა საბავშვო ბაღში სამსახურისა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 12 ოქტომბრიდან ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის განკარგულების თანახმად, ქსენია ბეჟანიშვილი დაინიშნა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიის მოსამზადებლ კლასში მასწავლებლად.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-14 სამოსწავლო წლიდან 1916-17 წლამდე ქსენია ბეჟანიშვილი მიიწვიეს რუსული ენის მასწავლებლად ქუთაისში, მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიის უმცროს კლასებში. მას ჰქონდა 24 კვირეული გაკვეთილი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1913 წლის 31 მაისამდე ქსენია ბეჟანიშვილი მარიამ იოსელიანის სახელობის ,,საბავშვო ბაღში’’ მასწავლებლად მიიწვიეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 იანვარს ქსენია ბეჟანიშვილმა ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს სასწავლებლის რუსული ენის პედაგოგიური კურსი დაასრულა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციამ მიიღო შემდეგი წიგნები: ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“, ვასილ ბარნოვის მონოგრაფია „არსენა“ და ანატოლი ლუნაჩარსკის „მეფის დალაქი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ე. წ. „ესთეტიურ საღამოზე“ ლექსები წაიკითხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ე. წ. „ესთეტიურ საღამოზე“ სიტყვით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში ტიციან ტაბიძემ კლუბ „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში წაიკითხა მოხსენება „ჩვენი სეზონი.“

ტიპი: ღონისძიება

ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოიცა წიგნი „რევოლუციის პოეტები“.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავი თეატრის დეკორაციებზე მუშაობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა და ხელოვანთა სასახლეს გადასცა დავით კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ნიკო სულხანიშვილის პორტრეტები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტ. საგანმანათლებლო კომისია მეორე მუშათა კლუბში (პლეხანოვის გამზ. N129) გამართავს საღამოს ამ ბატალიონის აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დახოცილ გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებას გააკეთებს სახალხო გვარდიის მთ. შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისს სასამართლოს პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ განკარგულება გასცა „საქართველოს კომუნისტისა“ და „კომუნისტის“ გამოცემის შეჩერების შესახებ, მათი რედაქტორების -- ორახელაშვილისა და თუმანოვის დაპატიმრების შესახებ. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი დილევსკი. ორახელაშვილი მიიმალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივლისს დეპ. აკაკი ჩხენკელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც კლუბ „ინტერნაციონალში“ მოხსენებით გამოვიდა, იქიდან გაემგზავრება ტყიბულში, ხონსა და სამტრედიაში, სადაც გააკეთებს მოხსენებებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი „საეკონომიო-საფინანსო წერილების“ (ბიუჯეტის გამო) ავტორია დ. თოფურიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მომრიგებელმა კამერამ აირჩია სპეციალური კომისია მადისონის თავმჯდომარეობით კამერის წესდების შესამუშავებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძის წერილი, რომელშიც იგი ოსების ტყვეობიდან დაბრუნებული ოფიცრების, გვარდიელების, მილიციელების და სხვ. (354 კაცის) სახელით მადლობას უხდის ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველობას და მათ ეროვნულ საბჭოს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან გათავისუფლებაში, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს, კონსულის მოადგილე მღვდელ გიორგი ნათაძეს, მარიამ ოქროპირიძე-ცაბოლოვისას, არდონის მღვდელ ნიკოლოზ იტონიევს, ალაგირში მცხოვრებ გაბო კოჩოევს, საქართველოს მთავრობას და მის გამოგზავნილ პოლკოვნიკ ავქსენტი აბესაძეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 ივლისს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბორჯომ-პარკის მემანგარე მგალობლიშვილის რედაქციისადმი გაგზავნილი წერილი იმის შესახებ, რომ იგი მემანგარეთა საგანგებო კომიტეტის დადგენილებით, თანამდებობიდან კომისიისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს. მისი აზრით, ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან რკინიგზის უფროს ა. კანდელაკს მუქარისა და გამოუძიებლად მისი სამსახურიდან გათავისუფლების გამო პასუხი მოსთხოვა, საქმის გამოძიება კი გზათა სამინისტროს სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა კ. რატიშვილის „აგონია სარკეში“ (ძღვნად მგოსან აბაშელს).

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 14 ივლისს დააპატიმრეს მომარაგების სამინისტროს რწმუნებული დავით ვაჩეიშვილი სხვადასხვა ბოროტმოქმედებისათვის. ციხეში წაყვანის დროს მან თავის მოკვლა განიზრახა, მაგრამ მსუბუქად დაიჭრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ უნივერსიტეტის რექტორის, ი. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით დაიწყო უნივერსიტეტის სარეორგანიზაციოდ არჩეული კომიტეტის სხდომები. გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა, სასწავლებლად საუკეთესო განათლებული ძალების მოწვევა და სხვ. მსმენელები უმთავრესად მუშები იქნებიან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივლისს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალ. ლომთათიძემ განაცხადა, რომ ბევრ პირს სურს საქართველო მოქალაქეობა, მაგრამ ქვეშევრდომობის კანონს აქვს დეფექტები, ამიტომ შეუძლებელია მოწმობების გაცემა. საბჭომ ამ საკითხზე სამსჯელოდ აირჩია კომისია ალ. ლომთათიძის, მ. რუსიას, ივ. გომართლის, ალ. მდივნის და ის. გუნცაძის შემადგენლობით.