რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს განჯის სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგებმა, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ვლადიმერ მენთეშაშვილმა და ნინო მიხეილის ასულმა ქიქოძემ, ქართული ენის პედაგოგმა მარიამ სიმონის ასულმა რცხილაძემ, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა ილია სიმონის ძე წივწივაძემ, ზაქათალის გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო ისაკის ასულმა სიშჩენკოვმა და ერმილე ჩხეიძემ, საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს განათლების სამინისტროს ბრძანებულების მიხედვით, ვერ აფინანსებდნენ თბილისის რეალური სასაწავლებლის ლტოლვილ მოსწავლეებს: ლუარსაბ ხიმშიაშვილს, ირაკლი კობიაშვილს, კონსტანტინე ყიფიანს, ევსტაფი თურქესტანოვს, თედორე გარაყანიძეს, გიროგი ზაალიშვილს, ირაკლი თულაშვილს, ნიკოლოზ ჩუბინაშვილს, ვახტანგ პავლენოვს, თომა ციციშვილს, ვახტანგ ხიმშიაშვილს და მიხეილ ქობიევს.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 16 ივლისს ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიისა და ქიმიის საპროგრამო კომისიის თავმჯდომარე ალ. ჯავახიშვილმა განათლების მინისტრს მოახსენა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა 23 წევრი: დ. გაჩეჩილაძე, ს. გულისაშვილი, ს. ბერეჟიანი, ბერძენიშვილი, მ.ზაალიშვილი, ს. იაშვილი, კარგარეთელი, გ. კონიაშვილი, პროფ. ი. მოსეშვილი, პროფ. ა. ნათიშვილი, თ. ნიკოლაძე, ო. სანიკიძე-ვოლობუევისა, ილ. სეხნიაშვილი, პ. ქარუმიძე, ნ. ჩიგოგიძე, პ. საყვარელიძე, ნ. ყიფიანი, შალამბერიძე, დოც. ალ. ჯავახიშვილი, ა. ჯანელიძე და ექიმებისგან: ა. ბალარჯიშვილი, კალანდარიშვილი და ვ. ღამბაშიძე.
1918
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს მაჩაიძის სახელობის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: ლიუდმილა ბლაჟევიჩი, მარია ვერხუცკაია, ბარბარე დეპაველი, ოლგა სვეტლიჩნაია, მარია ჩერნიშევა, სარქის აკოფანჯოვი, ლიუდმილა ვართანიანცი, პეტრე ჯანიშვილი, ევდოკია ფროლოვა, ნიკოლზ ვერხუცკი, ნინა სემიონოვა, მარია ტერ-გუჯაროვა, ივანე ზალდასტანისვილი, მარია კალაშნიკოვა, ოლგა კიპრიდოვა, ალექსანდრა ფროლკოვა, ნატალია ხარაშვილი, მ. მანუჩაროვი, პავლე ბეგენაშვილი, კარაპეტ გაბრიელიანცი, ვ. ავშაროვი, ა. მედვედევა, ანნა პარემუსოვა, ნაპოლეონ ტერ-სააკოვი.
1918
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს მაჩაიძის სახელობის გიმნაზიის მერვე კლასში სწავლობდნენ: კონსტანტინე აბაშიძე, ბოკერია, ბეჟანაშვილი, არტემ ვარაბოვი, ვარლამ კობახიძე, იოსებ ქურდიანი, ევგენი ლომია, მიხეილ ლალინოვი, გრიგოლ მინდაძე, გრიგოლ მონიავა, მარია ნარსია, ალექსანდრე ნოდია, ალექსანდრე რუხაძე, ივანე ხოფერია, ა. ხოფერია, შალვა სიხარულიძე, ტ. ჩანტლაძე, ნიკოლოზ შერბაკოვი.
1918
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს მაჩაიძის სახელობის გიმნაზიის მეშვიდე კლასში სწავლობდნენ: ოლღა ვერშიცკაია, ტატიანა ვერშიცკაია, პელაგია ჯაბიევა, ნატალია ჯაბიევა, ვერა კვირიკაშვილი, სამსონ მთვარაძე, ივანე სიმონიშვილი, თეოფანე თოდუა, თეოდორე ჩხიკვაძე, ვიქტორ წამალაშვილი, ილია ლალიაშვილი, იოსებ ჯინგარაძე, ანასტასია კვატაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მარტს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსი მაისურაძე, მიჩიკ ვარდოიანი, ილია ბადრიძე, მ. ტრეიმანი, ლორია, ა. დგებუაძე, სტრელკოვსკი, ს. ვერეშჩაკი, ნ. კახიანი, ელენინი, ფ. დენისოვი, მ. შანშიევი, ჩერნიშოვი, პ. გნოეოვი, მ. ვერიანიძე, არ. ერზიკიანი, ბ. მიკირტუმოვი და ვლ. რებრუხი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს დიმიტრი იოსების ძე გულია სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში აფხაზური ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს თბილისის მეოთხე პროფესიულ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: სასწავლებლის გამგე ნადეჟდა ვასილის ასული შატბერაშვილი, ლუარსაბ სოლომონის ძე შატბერაშვილი, ალექსანდრა სოლომონის ასული ჯანელიძე, დომენიკ ივანეს ძე გოგიჩაძე, ნადეჟდა მირიანის ასული ახვლედიანი, მარიამ დავითის ასული ნასიძე, ვასილ ივანეს ძე შანინი, ანა იოსების ასული თოურაშვილი, ნინო ილიას ასული კობახიძე, ანტონინა ბესტაევა, ეკატერინე ნიკოლოზის ასული მაჩაბელი, ოლღა ივანეს ასული მურადაშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე აბაზაძე, კონსტანტინე ხარიტონის ძე ჩარკვიანი და სოფო ალექსის ასული არბოლაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მარტს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს შემდეგი წევრები: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ირაკლი წერეთელი, არ. ზურაბოვი, გ. მახარაძე, ჰ. აზატიანი, რ. არსენიძე, კ. გვარჯალაძე, ალ. ლომთათიძე, ვ. ჯუღელი, გ. ცინცაძე, ი. ქარცივაძე, გ. ერაძე, ან. ჭიაბეროვი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სამეგრელოდან ქუთაისში ჩამოიყვანეს დატუსაღებული ბუდუ მდივანი, რომელიც იქ ს. გეგეჭკორთან ერთად მობილიზაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. მათ 3-3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტს არტაანის ოლქიდან თბილისში ჩამოსულ ქრისტიან დელეგატებს ევგენი გეგეჭკორი დაჰპირდა, რომ მხარის ევაკუაციაში დაეხმარებოდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციის უფროსის განკარგულებით თოფის დაკარგვისთვის სამსახურიდან დაითხოვეს პირველი უბნის უმცროსი მილიციელი ჩებოტარიევი და 3 თვით ციხე მიუსაჯეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გიორგი შავიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. ახალციხის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ბარნაბიანთ-კარის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ელენე ბარნაბიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ გვერძინეთში გაიხსნა სკოლა, სადაც მარიამ ხარებავა ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ შვლისყურში გაიხსნა სკოლა, რომელშიც დიმიტრი ზიზიკაშვილი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: ანტონინა მიხეილის ასული გლებოვა – გერმანული ენის პედაგოგი; სიმონ ივანეს ძე გზელიევი – ალგებრა, გეომეტრიისა და კოსმოგრაფიის პედაგოგი; ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე – ლოგიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგი; ბორის თედორეს ძე გლებოვი – რუსული ენის IV-V კლასების პედაგოგი; ილია გრიგოლის ძე დენისოვი – გერმანული ენის პედაგოგი; მარფა ჯაშიტოვა – რუსული ენის I-II კლასების პედაგოგი; ვასილ მაქსიმეს ძე ივანოვი – გეოგრაფიის პედაგოგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს შედგა ბოლშევიკების თათბირი ყოფილ მუხრანის ვენახში. თათბირს დაესწრნენ ვანო ტოპრაკაშვილი და სონკა დიაკვნიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირი შედგა. თათბირს სოფელ ბაზალეთიდან ლადო ლალიაშვილი, სანდრო ლალიაშილი, ლექსო ვერძეული და გრიგოლ ლალიაშვილი დაესწრნენ.