საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-18 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა – 10674.4 მანეთი, სათადარიგოდ – 9607, წიგნებისთვის კი – 1455.98 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილს ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დანიშნა, რომელზეც 1900-1901 წლის ანგარიში განიხილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს გამართულ მე-5 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ოლღა ჭავჭავაძესა და საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ მაისს გორის მაზრის მეორე ოლქის მღვდელმა არსენ გედევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის უსასყიდლოდ მიეცათ წიგნები, კალმები, ფანქრები, ფურცლები და სხვა საკანცელარიო ნივთები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე სურგულაძის მიერ ნათარგმნი წიგნი „დაწყებითი ცოდნა მეცნიერებიდან“ შესამოწმებლად პეტრე მირიანაშვილს გადაეცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის ბოლო გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი იყო ილარიონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი იყო ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი.