რეგისტრირებული ფაქტები88489
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ფოტოსახელოსნოს გამგე ვასილ როინაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი მოვალეობა დროებით ტარას მომცელიძეს გადასცემოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, გუბერნატორისთვის ფოტოსახელოსნოს გამგედ ვასილ როინაშვილის ნაცვლად ტარას მომცემლიძის დამტკიცება ეთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა თავისი ნაწარმოებებისთვის დამატებითი ჰონორარის – 50 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ლუკა რაზიკაშვილისთვის მიეცათ ნაწარმოებების ჰონორარი – 50 მანეთი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი იყო ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა ბათუმის სკოლის შემწირველთა სია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წევრებად ჩაეთვალა ის პირები, რომლებმაც ბათუმის სკოლას ფული შესწირეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკის თხოვნა ბათუმის სკოლის შემომწირველთა საზოგადოების წევრებად მიჩნევის შესახებ და დაადგინა, რომ იმ პირთა სია, რომელთაც 6-6 მანეთი გაიღეს სკოლის სასარგებლოდ, საზოგადო კრებისთვის წარედგინათ წევრების ასარჩევად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ნოე ჟორდანიამ გამგეობას განუცხადა, რომ საზოგადო კრებაზე ზოგიერთი საქმის შესახებ პასუხს გამგეობისგან მოითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ნოე ჟორდანიას განცხადება მოხსენებოდა საზოგადო კრებას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილს საზოგადოება უხდიდა კომერციული სკოლის გადასახადს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისიდან სახლში, მშობლებთან, დაბრუნებას აპირებდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილის თხოვნა ტანსაცმლითა და გზის ფულით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის ტანსაცმელისა და 10 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა წამოაყენა საკითხი, რომ 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ ია კარგარეთელის სახალხო სიმღერათა კრებული, რომელსაც უნდა დართვოდა ავტორის წინასიტყვაობა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში ფოტოსახელოსნოს მოხელე ეკატერინე ივანეს ასული გძელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან ოჯახური პირობების გამო და მიეცათ კუთვნილი ხელფასი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი, რომელშიც კითხულობდა პლატონ წულუკიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის მიზეზს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა დავით ბაქრაძის მოხსენება სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მასწავლებლები – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეები, მიხეილ შარაშიძე, ივანე გომელაური და გიორგი ბოკერია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის მოხსენება ზაფხულის დასაწყისში სასოფლო სამუშაოების გამო სკოლის დაცარიელების შესახებ და გადაწყვიტა, რევიზორის ჩასვლამდე მასწავლებელი სკოლაში დარჩენილიყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელმეორედ მოისმინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის მოხსენება, რომ მოსწავლეები ზაფხულის დადგომისას სასოფლო სამუშაოების გამო სკოლას თავს ანებებდნენ და მაისის ბოლოს სკოლაში აღარავინ რჩებოდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სააზნაურო სკოლისთვის ავეჯის დამზადების შესახებ და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ავეჯი კაიზერის მოდელით დაემზადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სკოლის ავეჯის ხელოსნისთვის 200 მანეთის მიცემის და ქუთაისის სააზნაურო ბანკიდან თანხის გამოწერის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ ავეჯის ხელოსანი თანხის გადასაცემად ქუთაისიდან მიეწვიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

