რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილიმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილმა როგორც მისი ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N 103 ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი ქუთაისის პირველი გიმნაზიის გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ავტორობა
ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 5 მარტის სხდომაზე მიწათმოქმედების სამინისტროს კომისრის მოადგილე პეტრე გელეიშვილმა განცხადება გააკეთა ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ. ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით, განსაზღვრულ ნორმაზე ზევით მიწების კონფისკაცია უნდა მოეხდინათ. მათ შორის, ყოფილი დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძის მამულისა. მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ უნდა მიეღოთ ნორმა, მთლიანად უნდა ჩამოერთვათ მამული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აგვისტოს, დილის 6 სთ-ზე სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი კილტავა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საღამოს პროფესორმა ტიხონოვიჩმა მას ფეხი მოაჭრა. იგი საერთო სისუსტის გამო გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 აგვისტოს ფოთის თვითმართველობის მუშა-მოსამსახურეთა კრებამ განიხილა მოხსენება ქალაქის კონკის მოანგარიშე სევერიან ტუღუშის მიერ ქალაქის კუთვნილი ფულის გაფლანგვის შესახებ და გააძევა კავშირიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გადამდებ სნეულებასთან ბრძოლის სათავეში მდგომმა პროფესორმა შიროკოგოროვმა მოიარა ბათუმის მიდამოები ქობულეთამდე და გაარკვია, რომ ამ სენით ქალაქგარეთ ავად არავინ გამხდარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ თბილისის მეოთხე რაიონის სახ. გვარდიის შტაბი იმ გვარდიელთა – პლატონ ამბაკოს ძე კალანდაძე, ნოე გიორგის ძე ბაქრაძე, შალვა ირაკლის ძე გოგიბერიძე – საყურადღებოდ, რომლებიც შვებულებიდან დროზე არ დაბრუნდნენ, აცხადებდა, რომ თუ ათ დღეში არ დაბრუნდებოდნენ, ან შტაბს საპატიო მიზეზს არ აცნობებდნენ, დეზერტირებად გამოაცხადებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
აჰმედ ცალიგოვი აღფრთოვანებით მიესალმებოდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის აჯანყებას, როგორც შამილის, ჰაჯი-მურატის, ყაზი-მუჰამედისა და ჰამზათ ბეგის დროებათა აღორძინებას.
1919
ტიპი: ავტორობა
გ. კალინსკი აანალიზებს დაღესტნის აჯანყების მიზეზებს და საუბრობს მიზნებზე: ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო გენერალ ხალილოვისა და მისი დამქაშების პარპაშმა, მაგრამ მთიელები არც კომუნიზმის წითელი გენერლების დასმას აპირებენ კისერზე – მათ მშვიდობიანი, ღირსეული ცხოვრება სურთ საკუთარი, ეროვნული მთავრობის პირობებში
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 27 იანვარს ნუცა შარაშიძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში ბარათი გაუგზავნა და ნინოობა მიულოცა.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ მთავრობის სახელით ნოტა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელს, აცნობა „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და სთხოვა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ეხმარა კონფლიქტის მოსაგვარებლად.