საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტში 19 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე დანიშნულია ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კრება.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილის მისწერა, რომ რაკი მათ სახლს „ტრესტი“ დაიკავებდა და მათ ორ ოთახს დაუტოვებდა რამდენიმე დღით, ის, ანიჩკა შარაშიძე და თამარ შარაშიძე სამი დღით მოახერხებდნენ ბახვში ჩასვლას და გადაიხდიდნენ შალვა შარაშიძის პანაშვიდს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ოქტომბერს, კვირას, საღამოს 6 საათზე, კატო მიქელაძე ს ქალაქის სამკითხველოში უნდა წაეკითხა ლექცია „მნიშვნელობა ქალთა კავშირებისა“.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილს თბილისიდან ბახვში წერილით შეატყობინა, რომ შარაშიძეების ბახვის სახლი „ტრესტს“ უნდა დაეკავებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) აღმასრულებელი ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, შეიკრიბონ ყოველ კვირა საღამოს 6 საათზე ქალაქის სამკითხველოში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 რედაქტორ კატო მიქელაძის ცნობით, გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა ორშაბათობით.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ნ. დ. ავქსენტევი ს. რ. ფრაქციიდან გამოდის, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი მოქმედება და იმყოფებოდეს დამოუკიდებელ ფრაქციაში. მისი ადგილი გადაეცა გოცს, მას შემდეგ რაც ავქსენტევი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა პოპულარული წერილი ხელნაწერთა განყოფილების მასალების საფუძველზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ტობოლსკის კომისარი იუწყებოდა, რომ ქალაქში აუტანელი მდგომარეობა იყო. რომანოვების იმჟამინდელ სახლთან მიმდინარეობდა მანიფესტაციები, იყო საერთო სახალხო პარაკლისი, სადაც ხალხი დაჩოქილი ლოცულობდა და ძველ ჰიმნს მღეროდა, მახლობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოდიოდა. კომისრის ცნობით, რომანოვების ბინის მცველები საიმედონი არ იყვნენ და მოუწოდებდა მთავრობას დაუყოვნებლივ გადაიყვანა ისინი ნაკლებად დასახლებულ ადგილას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 ცნობით, სარატოვიდან იუწყებოდნენ, რომ პოკროვსკაში სასოფლო ყრილობაზე გლეხმა შვაგერმა მოითხოვა ნებართვა მოეკლა ის კაცი, რომელმაც მისი ქალიშვილი გააუპატიურა. ყრილობამ ერთხმად თანხმობა გამოუცხადა. კომისარმა გააპროტესტა და კანონები შეახსენა, მაგრამ ყრილობა შეურყეველი დარჩა და მიიჩნია, რომ ასეთი დასჯა დანაშაულს აღმოფხვრიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნა ცნობები ქალთა უფლებების შესახებ. 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე კონტინენტალურ კონგრესს თათბირი ჰქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტს მისმა ცოლმა მისწერა წერილი, რომ თუ მომავალი კონსტიტუცია სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა ქალთა უფლებების საკითხს, ამერიკელ ქალებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოეწყოთ არეულობა და არ დამორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ ინტერესებს არ დაიცავდა. მათ შექმნეს ქალთა დიდი მოძრაობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მოიპოვეს სწავლა-განათლებისა და თანამდებობების მიღების უფლება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ რაჭის ერობის თავმჯდომარე ლობჟანიძე წერდა, რომ 19 ივლისს რაჭაში მოვარდნილმა ნიაღვარმა ამბროლაურის, ზნაკვის, ნიკორწმინდისა და სხვა თემებში გაანადგურა ჭირნახული, დაახრჩო საქონელი, დაანგრია სახლები, წისქვილები, წაიღო ხიდები და სხვ. ზარალი დიდი იყო, საჭირო იყო დახმარება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს საფრანგეთის რევოლუციების დროს ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხს. ის ახსენებს „სოციალიზმის ისტორიის" ავტორ ჟ. ჟორესს, რომელიც აღწერს რევოლუციის გმირებს. მას მაგალითად მოჰყავს სავოიის პრინცესა მარია ლუიზა ლამბალის (მეფის სასახლის ჰობერ გოფმეისტერი) დაკითხვის პროცესი, რომელიც შემდეგ სცემეს და სიკვდილით დასაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქართველ ქალთა სწორუფლიანობა და ეროვნული სკოლა“, რომელშიც განხილულია ეროვნული სკოლების საჭიროების და ქართულ ენაზე სწავლების საკითხი და ეროვნული სკოლის მიმართება ქალთა თანასწორობასთან.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსი „სასაფლაოზე“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს პუბლიკაცია „ქალები ნაფიც მსაჯულთა კრებიდან გამორიცხეს“, სადაც ბიურო უერთდება რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგის და საერთო კავკასიის ქალთა საზოგადოების პროტესტს ნაფიც ვექილთა საკრებულოდან ქალთა გარიცხვის თაობაზე რევოლუციური მთავრობის მმართველობისას და არა ნიკოლოზ II-ისა და მილიუკოვისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) „პირველი სუფრაჟისტკას“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალი და დამფუძნებელი კრება“ არჩევნებში ქალის და მამაკაცის თანასწორ მონაწილეობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 რედაქციამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „არ შეიძლება დუმილი! სრულიად რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგა. ყველას! ყველას! ყველას!“, რომელშიც ქალებს მოუწოდებენ თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, არსენალის სახელოსნოები სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის უფროს კალისტრატე გოგუასთან ერთად სამხედრო კომისიის წევრებმა აკაკი ჩხენკელმა, შალვა ნუცუბიძემ, გერასიმე კალაძემ და ნიკოფორე იმნაიშვილმა დაათვალიერეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ კანონების გადამსინჯავი კომისიის წევრად მოწვეულია თბილისის სასამართლოს პალატის თავმჯდომარე გელოვანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ნ. საქარელის წერილი პორტუგალიისა და ესპანეთის შესახებ სერიიდან „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სოჭის ოლქის ეროვნული საბჭოს ყოფ. თავმჯდომარე მიხაკო იოსების ძე ხოფერია დაინიშნა შავი ზღვის გუბერნიაში ვიცე-კონსულად _ სამუშაო რაიონით სოჭისა და ტუაფსეს ოლქებში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთი „ერთობა“ იუწყებოდა, რომ 22 ივლისის 6 სთ-ზე ნაძალადევის კლუბში დანიშნული იყო ს. ს. და მ. პ. პირველი რაიონის წევრთა საერთო კრება, სადაც ალ. ლომთათიძე წაიკითხავდა მოხსენებას „პარტიული ყრილობის მუშაობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22 ივლისის სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავდა საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის გარდაცვლილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამაში იყო: ვალიკო ჯუღელის რეფერატი „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისი თამარ ფარულავა იყო, პასუხისმგებელი გამგე — ივანე ცომაია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების მიერ წარდგენილი კანონი „საპროტეზო განყოფილების შტატის დამტკიცების შესახებ“ და სხვა საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.