საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა რესპუბლიკის თავმჯდომარის, ავქსენტევის დაკავების ბრძანება გასცა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, დააპატიმრეს გ. პერეშკევიჩი, მისი ცოლი, თავადი უსუპოვი, სუმაროკოვი, ელსტონი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ლევ ტროცკიმ მოკავშირე სახელმწიფოების ელჩებს მიმართა წინადადებით, ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ომი და გამართულიყო საზავო მოლაპარაკება.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, პეტროგრადში ბოლშევიკურმა მთავრობამ ალექსანდრე კერენსკის მეუღლე ო. ა. კერენსკაია დააპატიმრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ბრიუსელში კატო მიქელაძე დაესწრო ერთი ვექილის მოხსენებას, რომელიც აღნიშნავდა განქორწინებათა რიცხვის გასაოცარ ზრდას და მეუღლეებს ურჩევდა მეტ მოთმინებასა და შეგუებას შვილების საკეთილდღეოდ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის ლექსი „ახალი ქალის სიყვარული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, რომელიც გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, ქალის მიერ საზოგადო მოღვაწეობისა და დედობის შეთავსების საკითხის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „მებრძოლი ქალის ტიპი“ ქალის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო, დამფუძნებელი კრება ახლოვდება“ დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერმა მგოსნებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 ცნობით, კორძაიას კერძო გიმნაზიაში მოხდა კონფლიქტი, მან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ მათ ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია მასწავლებელთა კავშირმა, საქმის გასარკვევად შეიქმნა მასწავლებელთა საგანგებო კომისია, რომელმაც 1-ლ ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილება, რომ კორძაიას სასწავლებლიდან დათხოვნილ მასწავლებლებს დაბრუნებოდათ თავიანთი ადგილები და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ეს სასწავლებელი გადასულიყო ქალაქის თვითმმართველობის ხელში ან მასწავლებელთა კავშირის განკარგულებაში იმ პირობით, რომ კორძაია დარჩენილიყო ამ სასწავლებლის საპატიო წევრად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბიხოვიდან სამხედრო რევოლუციურ კომიტეტს რუსი გენერლის, ლავრ გიორგის ძე კორნილოვის გაქცევას ატყობინებენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) ცნობით, მეზღვაურებმა „ობშეე დელოს“ რედაქცია გაჩხრიკეს და ბურცევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბოლშევიკების ხელში მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხე და სმოლნი დარჩა. დროებითმა მთავრობამ ვერ ჩაახშო ბოლშევიკების გამოსვლა, მთელი პეტროგრადი მათ ხელში იყო. სამხედრო რევოლუციური კომიტეტის განცხადებით, დროებითი მთავრობა გადადგა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გადავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ლენინმა გამოსცა დეკრეტი და მოითხოვა, მიწა ხალხის ხელში გადასულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, დროებითი მთავრობის მეთაური ალექსანდრე ფეოდორის ძე კერენსკი პეტროგრადში ჯავშნიანი მატარებელის მიაშველებას ითხოვდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, IV” ქალთა უუფლებო მდგომარეობისა და უთანასწორობის შესახებ, ასევე სამტრედიაში დაფუძნებულ ქალთა კავშირსა და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N29 „რიონელი ქალის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი“, რომელშიც ავტორი უარყოფს ანტიფემინისტთა მოსაზრებას, რომ ქალები კონსერვატორები არიან.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქუთაისი, 6 ნოემბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ქალაქის თვითმმართველობას წინადადება მისცა, რომ დ. ქებაძის საპნის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა წითელ ხიდთან, გადაეტანათ ქალაქგარეთ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში ერობას შემოიღებენ.