რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გადამწერ ეკატერინე ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნად დახარჯული 1 მან. 97 კაპ. შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გერცენშტეინისთვის 1 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე მუშაობდა ბაქოში ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგედ.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ აზრს; საქართველოს ისტორიიდან ტექსტები ყველას ახსოვდა; უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ შინაარსს; რუსული ლექსებიც ზეპირად იცოდნენ და ხსნიდნენ მათ აზრს; გრამატიკა და მათემატიკა უჭირდათ; სამშობლოს აღწერიდან ნასწავლი საკმაოდ კარგად ახსოვდათ. აგრეთვე საკმაოდ კარგად იცოდნენ საღვთო სჯულის ტექსტები. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ბათუმის სკოლის ყველა განყოფილებაში კარგად ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა; მოსწავლეების უმრავლესობა სუფთად და ლამაზად წერდა; დისციპლინა საკმაოდ კარგი იყო. ზოგადად, სკოლაში მასწავლებლები ნაყოფიერად მუშაობდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის თხოვნით რუსეთიდან გამოეწერათ 226 მანეთის ღირებულების სურათების ბლანკები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი იყო ქუთაისის სკოლის პედაგოგი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე ქუთაისის სკოლაში ოცი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1860 მანეთს შეადგენდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების მარტის ხარჯთაღრიცხვა. პირველ ბიბლიოთეკას დარჩა 7 მან. 88 კაპ. მეორეს – 14 მან. 96 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სერგო მდივანოვისთვის 9 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ღვარდიის სკოლაში გაეგზავნათ „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს იანვრის, თებერვლისა და მარტის ჯამაგირი 27.51 მანეთი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მოსახსენებელი პანაშვიდი წიწამურში გადაეხადათ, ხოლო 30-ში – მთაწმინდაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ილია ტოროშელიძის, ვლადიმერ ყანჩელის,სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძის, რაისა ჩიხლაძის, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილის, მარიამ ლევანის ასულ ციციშვილისა და ვალერიან ანტონის ძე ძნელაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

