რეგისტრირებული ფაქტები80966
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სამთავრობო კრიზისია იყო. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა 13 სექტემბერს გადადგომის თხოვნით მიმართა პარლამენტს, მიზეზად კოალიციურ პარტიათა შორის უთანხმოება და სამთავრობო უმრავლესობის უყოლობა დაასახელა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცია“ ცნობით, პარიზიდან ბაქოში დაბრუნდნენ ვერსალის კონფერენციის მთიელი დელეგატები: იბრაგიმ-ბეკ ჰაიდაროვი და ხ. ხაძარაგოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მეღვინე-მევენახეთა კონგრესის წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე წერდა, რომ კონგრესმა იმსჯელა და ჩამოაყალიბა დარგის საჭიროებანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიურო (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) წევრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან საზოგადო კრებები კლუბის წევრთათვის გაიმართება ქალაქის სამკითხველოში ყოველ კვირა დღეს საღამოს 6 საათზე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა რეალური სასწავლებლის დირექტორად ივანე გაჩეჩილაძე დაამტკიცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, ქალთა ორგანიზაციას დემოკრატიულ საბჭოში წარმომადგენლად ნოვიკოვი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე ამიერკავკასიას ოცდათექვსმეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიამ ირაკლი წერეთელი მხნეობისთვის გადაკოცნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 გამოქვეყნდა ქართველთა სამხედრო კავშირის (ქუთაისის განყოფილება) განცხადება, რომელიც იუწყება, რომ ეს კავშირი მოთავსებულია ვორონცოვის ქუჩაზე, დ. ბახტაძის სახლში, ის არის უპარტიო დაწესებულება და ჩაწერა შეუძლია ყველას, ქართველ მხედრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამხედრო ექიმებს და სამხედრო მოხელეებს (არასამხედრო პირებს ჩაწერა შეუძლიათ დამხმარე წევრად). კავშირს აქვს სამკითხველო და იქვე მიიღება შემოწირულობა და წევრად ჩაწერა, ღიაა დილის 8 სთ-დან 2 სთ-მდე, საღამოს 5 სთ-დან 8 სთ-მდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ჰიგიენაში კურსი სრულად გავლილი იყო. მასწავლებელი თვლიდა, რომ მე-8 კლასში ჰიგიენის ნაყოფიერად გავლისთვის საჭირო იყო მოსწავლეებმა ელემენტარული ჰიგიენა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია უფრო დაწვრილებით მე-5 და მე-8 კლასებს შორის შეისწავლონ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ფიზიკაში პროგრამა ყველა კლასში გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ბუნებათმცოდნეობაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო „თვალების“ გავლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს გეოგრაფიაში პროგრამები გავლილი იყო ყველა კლასში, გარდა მე-3 კლასისა, რომელშიც მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო ავსტრია-უნგრეთის გავლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს 1-ლ კლასში კულტურის ისტორია გაიარეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-2 კლასში ისტორიის კურსი გავლილი იყო. მ. გ. გეორგაძე, რომელიც ამ კლასს ასწავლიდა ისტორიას, საჭიროდ თვლიდა საქართველოს ისტორიის სწავლებას სომხურ ენაზე, რადგან ბავშვებმა სუსტად იცოდნენ როგორც რუსული, ისე ქართული ენები. ამას მოითხოვდა სკოლის გაეროვნულების ინტერესები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-3 კლასში სომხეთისა და საქართველოს ისტორიის კურსი გავლილი იყო, აგრეთვე დაასრულეს აღმოსავლეთის ისტორია, დარჩა რომის ისტორიის კურსი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-7, მე-6, მე-5 და მე-4 კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ისტორიაში მე-8 კლასში პროგრამა გავლილი იყო სრულად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ალგებრაში მე-2 და 1-ლ კლასებში პროგრამა გავლილი იყო სრულად.