რეგისტრირებული ფაქტები92141
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 29 იანვარს ზაქარია თევდორეს ძე დანელია და ალექსანდრე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოსა და კავკავის სკოლებში საღვთო სჯულს რუსულად ასწავლიდნენ.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 525 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 450 მანეთსა და 21 კაპიკს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო გრიგოლ ყიფშიძეს წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი იანვრისათვის საზოგადოების არსებული ბალანსი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც ბუნდოვანი სურათების საშუალებით გამართავდა ლექციებს, სახალხო კითხვებსა და საუბრებს. უმეტესად, სამეურნეო დარგის შესახებ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ბიბლიოთეკა კონკრეტული სოფლის, რაიონის თუ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით იმ შემთხვევაში გაეხსნათ თუ იგი გამგეობას ბიბლიოთეკის შენობისა და გამგის ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიას მისცემდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი და სერგი გორგაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოც წუთზე. მისი გაგრძელება კი დაინიშნა კვირა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

