საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85276

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა კ. სვიმონიშვილის სტატია „კორესპონდენცია ბორჩალოს რევიზიის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძის მიმართვა სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულებისადმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის მასწავლებელი დოროთე ალექსანდრეს ასული ფირცხალავა განათლების სამინისტროს სთხოვს სამუშაო ადგილს კომერციულ ან ტექნიკურ სასწავლებელში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგე ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელია მიმართავს განათლების სამინისტროს პროფესიონალურ სასწავლებელთა განყოფილების გამგეს, რომ აუცილებელი გარემოებებით მას უწევს გადმოსვლა თბილისში და სთხოვს დაეხმაროს იქ შესაბამისი სამსახურის შოვნაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს კიევის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი პეტრე სარდიონის ძე ლანდია სთხოვს განათლების სამინისტროს რომელიმე სკოლაში მუშაობის დაწყებას, ვინაიდან დედის ავადმყოფობის გამო ვეღარ ბრუნდება სასწავლებლად.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 25 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიის, საფრანგეთში ორწლიანი სამეურნეო კურსების და სან-ფრანცისკოს სავტომობილო სკოლის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ალექსის ძე დავითაშვილმა განათლების სამინისტროს სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ისიდორეს ძე ნიორაძე მიმართავს თბილისის მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, დაუნიშნოს გამოცდები მესამე კლასში მისაღებად.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 8 ოქტომბერს თბილისის მეექვსე გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი იოსების ძე ბასიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს სიღარიბს გამო სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება სთხოვა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 30 აგვისტოს მაკარ ალექსის ძე დინდარიმ და მელქისედეკ ივანეს ძე ქობალავამ თევზაძის სახელობის გიმნაზიას, თავიანთი შვილების, ზინაიდა მაკარის ასულ დინდარისა და ივანე მელქისედეკის ძე ქობალავას მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 მაისს ვლადიმერ დალაქიშვილმა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიის პედაგოგიურ საბჭოს შვილისთვის ავადმყოფობის გამო გამოცდების გადადება სთხოვა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 21 მარტს ისაკ ივანეს ძე ჩალათაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს თავისი შვილის, არჩილ ისაკის ძე ჩალათაშვილის სასწავლებლის მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 21 მარტს ვლადიმერ იაკობის ძე გულაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს შვილის, ირაკლი ვლადიმერის ძე გულაშვილის სასწავლებლის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ თანაშემწედ სოციალ-დემოკრატის დანიშვნა მოითხოვა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 ოქტომბერს იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჟორდანია გაათავისუფლეს თანამდებობიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე კონსტანტინე თუმანიშვილს მიესაჯა 6 თვით (ადმინისტრაციული წესით) დაპატიმრება მთავრობის თავმჯდომარის შეურაცხყოფის ბრალდებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ნ. ჯიხაიშელი „ახალ სხივში“ წერდა მუშათა მაგიდისა და მუშების მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა მ. იშხნელის სტატია „სამხედრო სკოლის პირველი ნაყოფი“.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის თანახმად, მთელ მოზდოკის რევსაბჭოში მხოლოდ პოლკოვნიკი რიმარი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა თავისი საქმე, მხოლოდ მისი განყოფილება (სამხედრო) ფუნქციონირებდა გამართულად.

1919

ტიპი: ღონისძიება

ევგენი ჟარკოვსკის შეფასებით, 1918 წლის იანვარში მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ბოლშევიკთა თვალთმაქცური პოლიტიკა გამოვლინდა: ერთი მხრივ, ბოლშევიკ მელიქიანს საბჭოთა ხელისუფლების დაცვა დაავალეს, მეორე მხრივ კი, სერგეი კიროვს – მის წინააღმდეგ გამოსვლა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის მე-5 ნაწილიდან ვიგებთ, რომ 1918 წელს მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ყაჩაღობასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს, რაც ინგუში მოსახლეობის განიარაღებას გულისხმობდა. ჩანაფიქრის განხორციელება მისი სირთულიდან გამომდინარე ნიკოლოზ მეფის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო. სოციალისტური ბლოკის მოთხოვნით აღნიშნული საკითხი არ დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის იანვარში, ევგენი ჟარკოვსკის რუბრიკის თანახმად, მოზდოკის საოლქო ყრილობაზე რევოლუციურმა საბჭომ წარადგინა ინგუშეთში სამდღიანი ლაშქრობის დაწვრილებითი გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს პოლკოვნიკმა რიმარმა და პიატირუბლიოვმა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.