რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ანტონ რამიშვილს სურებში სამკითხველოს გახსნაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერების წარდგენა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ სეირნობის გამართვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს სტუდენტ ქრისტეფორე რაჭველიშვილს ზუბალაშვილების სტიპენდია დაუნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამუზეუმო სექციის თხოვნა წიგნსაცავიდან ძველი ხელნაწერების გატანის წესების შეცვლის შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება იაკობ გოგებაშვილის ანდერძის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ სოფელ სურებში სამკითხველოს გახსნის საკითხი განსახილველად გიორგი დეკანოზიშვილს მიანდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ლანჩხუთის სკოლისთვის გამოყო 466 მანეთი და 77 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების დაბეჭდვის შესახებ მოსაზრება გააცნო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შექმნეს წიგნთა დაბეჭდვის კომისია, რომლის ხელმძღვანელობა არჩილ ჯორჯაძეს, გიორგი დეკანოზიშვილსა და კონსტანტინე ჯაფარიძეს დაევალათ.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მღვდელ სვიმონ ზედგენიძეს ჰყავდა ოთხი შვილი – ტიმოთე, მიხეილი, იაკობი და ალექსანდრე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური იყო საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი იყო საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 30 ნოემბრიდან პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებითი მდივანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა განკარგულება გასცა, რათა ნიკოლოზ კურდღელაშვილი შესდგომოდა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის თანამდებობის აღსრულებას.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში თერგის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა, რომ გამოსცა განკარგულება ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო თერგის სახალხო სკოლების დირექტორის წერილი ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში დანიშვნასთან დაკავშირებით.

