საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს შრომის სამინისტრომ შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, მუშათა ორგანიზაციების საჭიროებისთვის ქუთაისში რიჟინაშვილის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივლისში თბილისს ეწვივნენ იტალიისა და ბელგიის მსხვილ სამრეწველო ფირმათა წარმომადგენლები: იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დაიხურა გაზ. „გრუზია“ 90-ე ნომერში დაბეჭდილი წერილისთვის, რომლითაც შეურცხყოფა მიაყენეს საქართველოსთან კეთილგანწყობილ ურთიერთობაში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს საქართველოში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან. მან მოიარა ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ტყიბული, ხონი, მარტვილი და სამტრედია, სადაც წაიკითხა მოხსენებები საქართველოსა და ამიერკავკასიის საერთაშორისო მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს, საღამოს 9 სთ-ზე, მეორე ქართულ კლუბში, პლეხანოვის ქ. N129-ში, უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სოფიო გაბაშიძე, გილბერტისა, რისსი, ბ. ბ. ვენაძე, თარხან-მოურავი და ჭუმბურიძე, როიალთან – ჟანა ფალიაშვილი.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისს ბაქოში ბოლშევიკების მიერ მოკლულ თომა კონსტანტინეს ძე ალანიას პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაუხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ივლისს ახალშენ ეკატერინფელდში მოვალეობის აღსრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბორჩალოს მაზრის რეზერვის უფროსი მილიციონერი მიხეილ (მიშა) ჯანიაშვილი. იგი გორის მაზრის სოფელ სასირეთიდან იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ივლისს ტრაგიკულად მოკლეს რაჟდენ ყიფიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს აცნობა, რომ უცხოეთში ყოფნისას ბევრი მოლაპარაკება ჰქონდა და იგი რამდენჯერმე შეხვდა ირაკლი ბაგრატიონის ნაცნობებს.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას და ნიკოლოზ აფხაზს აკაკი ჩხენკელი მოუწოდებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძველი ნაცნობობა განეახლებინათ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოს პოლიტიკური საკითხი ბევრმა დაივიწყა. შალვა მაღლაკელიძეს სურდა, რომ გერმანიაში დავით ვაჩნაძესა და ცომაიას ეკეთებინათ ქართული საქმე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გაჭირვების გამო ვერ მოახერხა ესპანეთში წასვლა. ირაკლი ბაგრატიონმა მას მისწერა, რომ დაგეგმილი მოლაპარაკება რომში გაიმართებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ „ნოიე ცაიტუნგში“ იმუშავებდა. მისწერა, რომ მიიღო მის მიერ 25 ნოემბერს 120-ე ჟურნალში დაბეჭდილი წერილი სპარსეთის შესახებ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა შალვა მაღლაკელიძეს გაზეთ „ეხოს" ის ნომრები სთხოვა, რომლებშიც პრეტენდენტების შესახებ გაიოზ მაღლაკელიძის წერილები იბეჭდებოდა. მას სურდა, ჟურნალში ბაგრატიონებზეც გამოქვეყნებულიყო სტატია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი იანვრის ბოლოს რომში არ ჩასულა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ირაკლი ბაგრატიონის ორი მისამართი გაუგზავნა: S. A. R. Principe Irakly de Bagration Serrano 154, Madrid, L'Espagne. / S. A. R. Principe Irakli de Bagration Palacio de la Infanta Santillana del Mar (Santander) L'Espagne.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ირაკლი ბაგრატიონის მიერ შალვა მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილით ირკვევა, რომ ირაკლი ბაგრატიონს 1949 წელს შვილიშვილი შეეძინა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 2 აგვისტოს რომში მცხოვრებმა შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ირაკლი ბაგრატიონისთვის სამეფო გვარების შესახებ მოსამზადებელი სტატიისთვის მასალა ეთხოვა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წელს მადრიდიდან ირაკლი ბაგრატიონმა რომში შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამეფო ოჯახების შესახებ სტატიის დაწერას აპირებდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 2 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ირაკლი ბაგრატიონის ნაცნობებს შეხვდა. მათი შეთანხმების თანახმად, შალვა მაღლაკელიძე სექტემბერში ესპანეთში უნდა წასულიყო.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონისგან მადრიდში ჩასვლისა და პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპატაკების თაობაზე სამი წერილი მიიღო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში მისთვის რუსული და სამხედრო გაზეთების გაგზავნა არ შეეძლო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიური ჟურნალ-გაზეთებიდან მისთვის საჭირო მასალის გაგზავნას ცდილობდა. შეატყობინა, რომ იგი რომში, ვია მოდენას N5-ში მდებარე პანსიონში ცხოვრობდა.